Flash fill ფუნქციონალი გამოჩნდა ექსელში 2013 წლის ვერსიიდან. ამ ფუნქციონალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეავსოთ მონაცემები გარკვეული შაბლონის, მაგალითის საფუძველზე. Flash Fill-ის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის, როგორც გაერთიანება, ისევე გაყოფა ანდა გარკვეული ნაწილის ამოღება.
იმისთვის რომ Flash fill-მა იმუშაოს გამართულად ახალი მონაცემები უნდა შეგყავდეთ ძველი მონაცემებიდან ზუსტად მარჯვნივ ან მარცხნივ. ერთი გამოტოვებული სვეტიც კი გააძნელებს Flash fill-ის გამოყენების შესაძლებლობას. ვინაიდან ექსელი აკვირდება ყველა მეზობელ მონაცემს, გვერდითა სვეტებში არ უნდა იყოს არაკორექტული, ზედმეტი ან დამაბნეველი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ასევე ყურადღებით იყოთ ინფორმაციის უშუალო შეყვანისას: შეცდომა ერთ ასოში და თქვენ შეიძლება დააბნიოთ ექსელის ალგორითმი.
მაშ როგორ მუშაობს ექსელის Flash fill? უმეტეს შემთხვევაში საკმარისია ხელით 1-3 მაგალითის შეყვანა და ექსელი თვითონ შემოგთავაზებთ გაგრძელებას. ამ დროს საკმარისია Enter-ის დაჭერა. იმ შემთხვევაში თუ ექსელმა არ შემოგთავაზა ვარიანტები, ჩვენ შეგვიძლია დავაჭიროთ Ctrl+E-ს ან ავირჩიოთ Flash Fill ბრძანება Data ჩანართზე.
გარდა ამისა მონაცემების Autofill მეთოდის შევსების დროს Flash Fill ჩნდება შევსების პარამეტრებში.
Flash Fill-ის მაგალითები
Flash Fill-ს შეუძლია ასევე ერთი მოცემული მაგალითის საფუძველზე დააგენირიროს თანამშრომლების მეილის მისამართები
Flash Fill-ის გამოყენების შედეგი
Flash Fill-ით შესაძლებელია ასევე ტელეფონის ნომრების ფორმატირება
Flash Fill-ის შეზღუდვები
როგორც ვხედავთ ზემოთ მოცემულ მაგალითში ექსელი Flash Fill არასწორად იღებს წილადებს. გამოსავალი არსებობს: თუ მაგალითად B3 უჯრაში შეცვლით რიცხვს 26.2 და დააჭერთ ენთერს დანარჩენი რიცხვებიც ავტომატურად გასწორდება
და მთავარი Flash Fill ფორმულებისგან განსხვავებით არ ანახლებს შევსებულ მონაცემებს წყაროების (source) განახლებისას. ზემოთ მოცემულ სურათში A სვეტში შეტანილი ცვილებები არანაირ ზეგავლენას არ მოახდებს B სვეტში Flas Fill-ით ფორმირებულ მონაცემებზე.
Leave A Comment