ვებ-სერვერებს აქვთ IP მისამართები, სწორედ ამ IP მისამართების მეშვეობით შეგვიძლია დავუკავშირდეთ მათ და შესაბამისად ბრაუზერის მეშვეობით შევიდეთ ჩვენთვის სასურველ ვებ-გვერდებზე . თუმცა IP მისამართი გავს ტელეფონის ნომერს, ის შეიცავს მხოლოდ ციფრებს და მისი დამახსოვრება ადამიანთა უმრავლესობისთვის ძნელია.  ამიტომ ვებ-საიტების მისამართებად როგორც წესი გამოიყენება  დომენის სახელი. ასეთი მისამართი შედგება ასოებისგან (და ზოგჯერ ციფრებისგანაც) და როგორც წესი რაღაც შინაარს ატარებენ. შესაბამისად ასეთი მისამართები ადამიანებისთვის უფრო ადვილი დასამახსოვრებელია. ერთის მხრივ ადამიანები ადვილად იმახსოვრებთ დომენურ სახელებს, მეორეს მხრივ სერვერები მუშაობენ IP მისამართებთან. შუამავალ როლს ასეთ სისტემაში თამაშობს DNS (დომენის სახელების სისტემა), რომელიც არის ინტერნეტის მისამართების ცნობარი ასეთი სისტემა ერთის მხრივ შეიცავს დომენურ სახელებს და მეორეს მხრივ მათ შესაბამის IP მისამართებს.

შესაბამისად პრობლემები DNS-თან, როგორიცაა, მაგალითად არასწორად კონფიგურირებული DNS სერვერის მისამართები ან გათიშული DNS სერვერი შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება.

ამ სტატიაშო განვიხილავ 4 ინსტრუმენტს, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ Linux-ში DNS-ის სახელის გადაწყვეტის პრობლემების გადასაჭრელად.

1. nslookup

DNS ჩანაწერის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი სინტაქსი:

nslookup domain_name
მაგალითად, თუ გვინდა DNS ჩანაწერი გავარკვიოთ საიტისთვის kernel.org-ისთვის გამოგვადგება ბრძანება
nslookup kernel.org

შედეგების პირველ ნაწილში ჩანს ინფორმაცია DNS სერვერზე, რომელსაც იყენებს სისტემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის Virtualbox-ის ვირტუალური სერვერი.

მეორე აბზაცში ჩანს “საძებნი” სერვერი, და მისი მისამართი, როგორც IPv4 ისე IPv6 ვარიანტში

2. dig

dig ბრძანება, რომელიც იშიფრება, როგორც Domain Information Groper. ითვლება რომ dig უკეთესი ინსტრუმენტია ვიდრე nslookup და ლინუქსის ზოგიერთ დისტრიბუტივში მხოლოდ dig ბრძანებაა ხელმისაწვდომი

dig ბრძანებას საკმაოდ დეტალური შედეგები აქვს.

ლაკონური შედეგების მისაღებად სადაც ჩანს მხოლოდ IP მისამართი ავკრიფოთ ბრძანება dig +short

3. MXtToolbox

MXToolBox არის უფასო ონლაინ ინსტრუმენტი (ფასიანი დამატებითი ფუნქციონალით), რომელიც უზრუნველყოფს ქსელის სწრაფ,  ზუსტ დიაგნოსტიკურ და DNS საძიებო ინსტრუმენტებს.

ის გთავაზობთ  დომენის ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ შემოწმებას, რომელიც მოიცავს დომენის მონიტორინგს, ინფორმაციის ჩვენებას DNS ან IP შავ სიების შესახებ, ელ.ფოსტის სერვერის შემოწმებას პრობლებემზე, ვებ სერვერის შემოწმებას და 15-ზე მეტ ტესტს DNS სერვერისთვის

 

4. IntoDNS

IntoDNS არის კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ DNS-თან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესამოწმებლად და მოსაგვარებლად. სულ რამდენიმე წამში ის ქმნის დეტალურ ანგარიშს NS ჩანაწერების, nameserver-ების, SOA და MX ჩანაწერების, TTL, განახლების ინტერვალის და მრავალი სხვა დეტალის შესახებ. გარდა ამისა, ის გვაწვდის ინფორმაციას  ელფოსტის სერვერების IP მისამართისა და მათი ვალიდურობისშესახებ და დომენურ სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო პრობლემის შესახებ.