ხშირად ხდება ისე, რომ Windows Font-ები ირევა, ხდებიან უფრო პიქსელირებული ან ბუნდოვანი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუ აღნიშნული შეამჩნიეთ სპეციფიკური სოფტის, მათ შორის ბუღალტრული სოფტის დაყენების შემდეგ პირველ რიგში მიმართეთ ამ სოფტის მხარდაჭერის სამსახურის სწორი გამოსავლის პოვნისთვის.
სხვა შემთხვევებში შეგიძლიათ ცადოთ ქვემოთ მოცემული ხერხები.
ფონტების დარესეტება
გახსენით Control Panel-ში Fonts და მარცხენა მხარეს არსებული ჩამონათვალიდან აირჩიეთ Font Settings. შემდეგ დააჭირეთ ღილაკ Restore Default Font Settings
ფონტების ქეშის განულება
პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება FontCache სერვისის დასტოპება და გადაიყვანეთ startup type Disabled-ზე
ზუსტად ასე მოექეცითWindows Presentation Foundation Font Cache 3.0.0.0 service–საც თუ ასეთი იარსებებს თქვენ კომპიუტერში
ამის შემდეგ გადადით %WinDir%\ServiceProfiles\LocalService\AppData\Local\FontCache მისამართზე და წაშალეთ ყველა ფაილი DAT გაფართოებით
ასევე გადადით C:\Windows\System32 და წაშლეთ მანდ ფაილი FNTCACHE.DAT
ბოლოს დააბრუნეთ ყველა გათიშული სერვისი პირვანდელ მდგომარეობაში და გადატვირთეთ კომპიუტერი
ორიგინალი ფონტების გადაწერა
თუ ზემოთ მოცემულოი არცერთმა ხერხმა არ გიშველათ მაშინ უნდა ცადოთ ფონტების გადმოწერა სხვა ჯანმრთელი კომპიუტერიდან, ან ორიგინალი ფონტების ნაკრების მოძიება ინტერნეტში. ასეთი ნაკრები გადმოწერეთ მხოლოდ სანდო, ავტორიტეტის მქონე საიტიდან, რათა არ დააინფიციროთ სისტემა.
Leave A Comment