ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგი macOS კომპიუტერი ავტომატურად განახლდა Sonoma-ზე, მიუხედევად სისტემის პარამეტრში გამორთული ავტომატური განახლების.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ Apple ძალით და მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ აახლებს სისტემას. მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს პროგრამულ შეცდომასთან. როგორც ჩანს, რიგ შემთხევაში სისტემა განახლების შეტყობინების X ღილაკზე დაწკაპუნებას აღიქვამს არა როგორც ამ შეტყობინების დახურვას, არამედ თანხმობას სისტემის განახლებაზე.
თუ თქვენ ჯერ-ჯერობით არ აპირებთ Sonoma-ზე განახლებას, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ჯეფ ჯონსონის მეთოდი
- გახსენით Terminal
- შეიყვანეთ ბრძანება: defaults write com.apple.SoftwareUpdate MajorOSUserNotificationDate -date “2025-02-07 23:22:47 +0000”
მოცემული თარიღის ნაცვლად, შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი თქვენთვის მისაღები მომავალი თარიღი.
ჯამში მე მაინც მომხრე ვარ სისტემის და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივი განახლების. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება აუცილებელია სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. განახლებები ასევე გთავაზობთ ახალ ფუნქციებს და შეუძლიათ გააუმჯობესონ სისტემის მდგრადობა და ეფექტიანობა. მაგრამ ფაქტია რომ კომპიუტერის მფლობელი ან სისტემური ადმინისტრატორი სრულად უნდა აკონტროლებდეს სიტუაციას და ადგილი არ უნდა ქონდეს სისტემის უდროო განახლებას.
Leave A Comment