UEFI BIOS-ის პარამეტრები Poweshell-დან
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გამოვიყენოთ Windows PowerShell კომპიუტერის UEFI BIOS პარამეტრების სანახავად, როგორც ჩვეულებრივ ასევე პოპულარული ბრენდის მოწყობილობებზე (HP, Lenovo, Dell და Toshiba). რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით Powershell არ გვაძლევს UEFI BIOS-ის სრულფასოვანი მართვის საშუალებას, თუმცა უკვე არსებული შესაძლებლობებიც წინ გადადგმული ნაბიჯია.
BIOS-ის პარამეტრების ნახვა Registry-დან
BIOS-ზე ინფორმაცია ინახება Windows Registry-ში. ამიტომ ყველაზე მარტივი საშუალება შესაბამისი ინფორმაციის მიღების არის
Get-ItemProperty -Path HKLM:\HARDWARE\DESCRIPTION\System\BIOS
თუ ამ სურათში რამე უცნაურობა შეამჩნიეთ აუცილებლად გვაცნობეთ ამის შესახებ კომენტარებში 🙂
BIOS-ის პარამეტრების ნახვა WMI და CIM-ის მეშვეობით
WMI (Windows Management Instrumentation)-ს მეშვეობით BIOS-ზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ Get-WmiObject cmdlet.
Get-WmiObject -Class Win32_BIOS
Microsoft გეგმავს WMI კლასის საერთოდ ამოღებას გამოყენებიდან, ამიტომ PowerShell Core 7.x. შემთხვევაში გამოიყენეთ არა WMI არამედ CIM კლასი. შესაბამისი ბრძანება იქნება:
Get-CimInstance -Class Win32_BIOS
BIOS-ის ინფორმაციის ნახავა Remote-დ სხვა კომპიუტერზე
BIOS-ზე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ასევე დაშორებული კომპიუტერიდან:
Get-WmiObject -Class Win32_BIOS -ComputerName ramekompissaxeli
Get-BIOS Module
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ PSGallery-ის ცალკე მოდული, სახელწოდებით Get-BIOS Dell, HP, Lenovo და Toshiba კომპიუტერების BIOS-თან სამუშაოდ.
დააინსტალირეთ მოდული PowerShell ონლაინ გალერეიდან:
Install-Module GetBIOS
ამ შემთხვევაში ბიოსის პარამეტრების ნახვას შესძლებთ მარტივი ბრძანებით:
Get-BIOS
BIOS-ის ზოგიერთი ვერსიის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ BIOS პარამეტრის მიმდინარე მნიშვნელობა, არამედ მისი აღწერა და შესაძლო მნიშვნელობები:
Get-BIOS -ShowDescription
BIOS-ის პარამეტრების ცვლილება
ბიოსის პარამეტრების დაყენება შესაძლებელია SetBIOS-ით, რომლის დასაყენებლად აკრიფეთ ბრძანება:
Install-Module SetBIOS
გაითვალისწინეთ, რომ ბიოსის პარამეტრების ცვლილება დედაპლატის მწარმოებლის ინსტრუქციების გვერდის ავლით შეიცავს მაღალ რისკებს კომპიუტერის დაზიანების ჩათვლით!!!
ბიოსის პარამეტრების შესაცვლელად თქვენ უნდა შექმნათ CSV ფაილი, რომელშიც გაწერთ სასურველ პარამეტრებს
შემდეგ გაუშვით შემდეგი ბრძანება, რომელშიც მიუთითებთ თქვენი შედგენილი CSV ფაილის ადგილმდებარეობას:
Set-BIOS -Path “YourBIOSSettingsFile.csv”
თუ BIOS პაროლი ადევს მაშინ დაურთეთ პარამეტრი -Password, რომლის მერე ჩაწერთ საჭირო პაროლს.
Leave A Comment