ლინუქსის ადმინისტრირებისას ხშირია საჭიროება გაეცნოთ ფაილებს ამა თუ იმ კონფიგურაციის არსის გასარკვევად ტექსტური რედაქტორების გამოძახებების გარეშე. ამ ამოცანის შესასრულებლად გამოგადგებათ რიგი ბრძანება, კერძოდ:
cat
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბრძანებაა, მაგალითად:
cat install.log
თუ საჭიროა რომ შედეგში ასევე სტრიქონის ნომრები ჩანდეს, დაუმატეთ -n
cat -n install.log
ბრძანება რომელიც ავტომატურად აჩვენებს ტექსტს სტრიქონების ნომრებით არის nl
nl install.log
head & tail
ლოგების ნახვისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ბრძანება head (რომელიც აჩვენებს ფაილის პირველ 10 სტრიქონს) და tail (რომელიც აჩვენებს ფაილის ბოლო 10 სტრიქონს)
თუ თქვენ არ გაწყობთ ბოლო 10 სტრიქონის ნახვა დაუმატეთ პარამეტრი -n, მაგალითად
tail -n 30 install.log
გაჩვენეებთ ბოლო 30 სტრიქონს ფაილიდან
ვინაიდან ლოგები წარმოადგენენ მუდმივად განახლებად ტექსტურ ფაილებს, უმჯობესია გამოვიყენოთ -f (follow) პარამეტრი, რომლის წყალობით მუდმივად განახლებულ ინფოს მივიღებთ.
tail -f install.log
Leave A Comment