ხშირად ხდება ისე, რომ Windows Font-ები ირევა, ხდებიან უფრო პიქსელირებული ან ბუნდოვანი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუ აღნიშნული შეამჩნიეთ სპეციფიკური სოფტის, მათ შორის ბუღალტრული სოფტის დაყენების შემდეგ პირველ რიგში მიმართეთ ამ სოფტის მხარდაჭერის სამსახურის სწორი გამოსავლის პოვნისთვის.

სხვა შემთხვევებში შეგიძლიათ ცადოთ ქვემოთ მოცემული ხერხები.

ფონტების დარესეტება

გახსენით Control Panel-ში Fonts და მარცხენა მხარეს არსებული ჩამონათვალიდან აირჩიეთ Font Settings. შემდეგ დააჭირეთ ღილაკ Restore Default Font Settings

ფონტების ქეშის განულება

პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება FontCache სერვისის დასტოპება და გადაიყვანეთ startup type  Disabled-ზე

ზუსტად ასე მოექეცითWindows Presentation Foundation Font Cache 3.0.0.0 service–საც თუ ასეთი იარსებებს თქვენ კომპიუტერში

ამის შემდეგ გადადით %WinDir%\ServiceProfiles\LocalService\AppData\Local\FontCache  მისამართზე და წაშალეთ ყველა ფაილი DAT გაფართოებით

ასევე გადადით C:\Windows\System32  და წაშლეთ მანდ ფაილი FNTCACHE.DAT

ბოლოს დააბრუნეთ ყველა გათიშული სერვისი პირვანდელ მდგომარეობაში და გადატვირთეთ კომპიუტერი

ორიგინალი ფონტების გადაწერა

თუ ზემოთ მოცემულოი არცერთმა ხერხმა არ გიშველათ მაშინ უნდა ცადოთ ფონტების გადმოწერა სხვა ჯანმრთელი კომპიუტერიდან, ან ორიგინალი ფონტების ნაკრების მოძიება ინტერნეტში. ასეთი ნაკრები გადმოწერეთ მხოლოდ სანდო, ავტორიტეტის მქონე საიტიდან, რათა არ დააინფიციროთ სისტემა.