ზოგჯერ უსაფრთხოების მიზნით, ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე  Microsoft ის მომხმარებელს შესაძლოა მოვთხოვოთ რომ განაახლოს არსებული  პაროლი,   მას შემდეგ რაც  Microsoft-მა უვადო რეჟიმზე გადაიყვანა პაროლების პოლიტიკა, შესაძლოა მომხმარებელმა წლები არ შეცვალოს თავისი პაროლი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე უპრიანია მომხმარებელს ჩავურთოთ MFA ან გარკვეული დროის შემდეგ ვაიძულოთ შეცვალოს პაროლი.

ჯამში გვჭირდება სამი ბრძანება

  • Install-Module MSOnline
  • Connect-MsolService
  • Set-MsolUserPassword -UserPrincipalName user@domain.com -ForceChangePasswordOnly $true -ForceChangePassword $true

 

ამისთვის გამოვიყენებთ Windows  Powershell-ს სადაც MsolUser ბრძანებით განვახორციელებთ შემდეგ მოქმედებებს.

მაშ ასე დავიწყოთ:

 

მოქმედება პირველი.  გავხსნათ windows powershell ადმინისტრატორის უფლებით.

 

გაუშვათ ბრძანება, რომელიც დააინსტალრებს შესაბამის მოდულებს.

Install-Module MSOnline

გამოსულ შეტყობინებას ეთანხმებით Y ღილაკით და დაყენდება შესაბამისი მოდული

შემდეგ ფანჯარაში ვეთანხმებით A ღილაკით ყველა მოდულის ინსტალაციას.

მოქმედება მეორე.

შემდეგი ბრძანება მოგვთხოვს office 3650-ის ადმინისტრატორის იუზერს და პაროლს და დავუკავშირდებით მაიკროსოფტის ჩვენს ტენანტს.

Connect-MsolService

 

მოქმედება მესამე.

გავუშვათ შემდეგი ბრძანება

Set-MsolUserPassword -UserPrincipalName user@domain.com -ForceChangePasswordOnly $true -ForceChangePassword $true

სადაც user@domain.com ის ნაცვლათ ჩაწერთ იმ მომხმარებელს რომელსაც გინდათ დააძალოთ პაროლის შეცვლა.

 

შემდეგ ჯერზე,  როდესაც მომხმარებელი ცდის თავისი მეილიზე შესვლას სისტემა მოსთხოვს პაროლის შეცვლას.