Apple თვლის რომ თქვენ Mac კომპიუტერზე ძირითადად უნდა გადმოწეროთ და გამოიყენოთ პროგრამები Apple Store-დან. ერთის მხრივ ეს უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და დავირუსების ნაკლებ შესაძლებლობას. თუმცა არის შემთხვევები, როცა საჭიროა რაიმე ისეთი პროგრამის გაშვება რომელიც არ არის Store-ში. თუ  პროგრამის დეველოპერი “ცნობადია” მაშინ თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ System Preferences > Security & Privacy > General-ში პარამეტრი ნამდვილად აყენია App Store and identified developers.

მაგრამ თუ პროგრამის შემქმნელ(ებ)ი არ არიან იდენტიფიცირებული Apple-ს მიერ მაშინ საქმეში ერთვება Gatekeeper, რომელიც ბლოკავს უცნობი პროგრამის დაყენება-გამოყენებას

სამწუხაროდ macOS-ის ბოლო ვერსიების გრაფიკულ ინტერფეისში აღარ არ არის შესაძლებლობა დავუშვათ ნებისმიერი ადგილიდან მოსული პროგრამების დაყენება. თუ დარწმუნებული ვართ პროგრამის ლეგალურობაში მაშინ ერთადერთი გზაა მივმართოთ ტერმინალს.

ტერმინალში უნდა გავუშვათ ბრძანება:

sudo spctl – -master-disable

და ჩაწერეთ პაროლი

მას შემდეგ რაც ამას შეასრულებთ პუნქტი Anywhere ხელმისაწვდომი იქნება System Preferences > Security & Privacy > General-ში

ტერმინალშივე Gatekeep-ერის მდგომარეობის შესამოწმებლად შეგიძლიათ აკრიფოთ ბრძანება spclt – – status

ხოლო Gatekeeper-ის უკან ჩასართავად კი გამოიყენეთ ბრძანება sudo spctl – -master-enable