ექსელში ფორმულების შედგენისას ჩვენ შეიძლება სასურველი შედეგის ნაცვლად  წავაწყდეთ შეცდომას. მოდით ჯერ გავარკვიოთ თუ რატომ ხდება ფორმულეის შედეგის ნაცვლად  შეცდომის გამოტანა. 

შეცდომები დაჯგუფებულია მიზეზების მიხედვით:

  1. #NAME?
    1. გამოყენებულია ისეთი ფუნქცია, რომელიც არ არსებობს;
    2. ფორმულაში გამოყენებულია დიაპოზნის ან უჯრის სახელი, რომელიც რეალურად არ  ან აღარ არსებობს; 
    3. ტექსტი ფორმულაში არაა ჩასმული ბრჭყალებში;
    4. უჯრების მისამართები არ არის გამოყოფილი მძიმით (ან წერტილმძიმით)
    5. გამოყენებულია რამე add-in ფუნქცია, და ეს add-in ამჟამად არ აყენია ან არ არის აქტიური.
  2. #DIV/0!: ნოლზე ან ცარიელ უჯრაზე გაყოფის მცდელობისას
  3. #REF!: როცა ფორმულაში ხდება მიმართვა, ისეთ მონაცემებზე, რომელიც არ ან აღარ არსებობს. 
  4. #NULL! ზედმეტი ცარიელი ადგილები ფუნქციაში ან გამოტოვობული ოპერატორები
  5. #N/A ფუნქცია ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას, 
  6. ###### როგორც წესი ნიშნავს, რომ უჯრაში იმაზე გრძელი მონაცემები წერია ვიდრე სვეტის სიგანეა.
  7. #VALUE! როცა ფორმულა ცდილობს ოპერაციების გაკეთებას არასათანადო ტიპის მონაცემებზე (მაგალითად დააჯამოს ტექსტი) ან მითითებულია უჯრების დიაპაზონი, როცა ფუნქცია მხოლოდ ერთ უჯრაზე მუშაობს.
  8. #NUM! Error: როცა არასწორ რიცხვით მონაცემებს აწვდით ფორმულას, მაგალითად $1,000-ს  1000-ის ნაცვლად ან ცდილობტ კვადრატული ფესვის ამოღებას უარყოფითი რიცხვიდან

IFERROR

IFERROR დანიშნულებაა შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში გარკვეული მნიშვნელობის დაბრუნება.

როგორც წესი IFERROR-ს იყენებენ მაშინ როცა ელოდებიან შეცდომას და ზუსტად ამ შეცდომის ჩვენების ნაცვლად სურთ რაიმე სხვა შედეგის ჩვენება

ფორმულის სინტაქსი ასე გამოიყურება:

=IFERROR(ფორმულა,რეზულტატი თუ შეცდომა დაფიქსირდა)

მნიშვნელობის ადგილას როგორც წესი იწერება ფორმულა, რომელიც სავარაუდოდ შეცდომით დამთავრდება

რეზულტატის ადგილას შეიძლება იყოს რაიმე ტექსტი (არ დაგვავიწყდეს მისი ბრჭყალებში ჩასმა) ან თუნდაც სხვა ფორმულა

განვიხილოთ მაგალითი:

დავუშვათ ჩვენ გვინდა გავყოთ B1 უჯრა C1 უჯრაზე, მაგრამ ვვარაუდობთ რომ შედეგად შეიძლება მივიღოთ შეცდომა ამიტომ დავწერთ ფორმულას:

=IFERROR(B1/C1,B1*10)

როგორც ხედავთ რეზულტატის ადგილას შეიძლება სხვა ფორმულაც დაიწეროს. აქ სიმართივისთვიც ჩვენ უბრალოდ ვამრავლებთ B1 უჯრაში არსებულ მნიშნველობას 10-ზე თუ B1 უჯრა C1 უჯრაზე გაყოფამ შეცდომა გამოიწვია.