Windows სისტემის ადმინისტრირების ამოცანებს შორის ხშირად გხვდება იუზერების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. იუზერის შექმნის და წაშლის გარდა ადმინისტრატორის წინ დგას ისეთი საკითხები, როგორიცაა იუზერის სახელის ცვლილება, იუზერის fullname (“სრული სახელის”) დაყენება ან ცვლილება, კომენტარის დამატება, იუზერის disable ან პირიქით აქტივაცია, პაროლის ცვლილება და ა.შ.

cmd-ს მეშვეობით რეალურ დროში ან სკრიპტებით, ასეთი ამოცანების შესრულებისთვის გამოგვადგება ბრძანებები, როგორიცაა wmic და net.

გაითვალისწინეთ, რომ ამ სტატიაში მოცემული უმეტესი ბრძანებების შესასრუბლად cmd უნდა იყოს გაშვებული ადმინისტრატორის უფლებებით.

net ბრძანება აერთიანებს უამრავ ქვებრძანებას, რომელიც ადმინისტრატორს ჭირდება ყოველდღიურ საქმიანობაში.  მათ შორის net user (იუზერების მართვა) და net localgroup (ლოკალური ჯგუფების მართვა).

net ტიპის ბრძანებებზე დახმარების მისაღებად უმჯობესია გამოვიყენოთ help, მაგალითად:

net /help user

net user-ის დანიშნულება

ბრძანება net user უზრუნველოფს იუზერების მართვას, მათ დამატებას, წაშლას და მოდიფიკაციას.

ამ სტატიაში კი ძირითად ვისაუბრებ ლოკალური იუზერების მართვაზე.

ბრძანებათა სტრიქონში net user აკრეფის შემდეგ ჩვენ დავინახავთ სისტემაში არსებულ იუზერებს

თუ გვჭირდება მეტი ინფორმაცია კონკრეტულ იუზერზე მაშინ უნდა ავკრიფოთ ბრძანება net user %username%, მაგალითად:

net user tux

იუზერის დამატება და წაშლა

net user /add  ბრძანება ამატებს მომხმარებელს, მაგალითად თუ ჩვენ გვინდა დავამატოთ იუზერი guram უნდა ავკრიფოთ ბრძანება

net user /add guram

იუზერის წაშლისთვის გამოგვადგება ბრძანება  net user /delete, მაგალითად თუ გვინდა წავშალოთ იუზერი guram

net user /delete guram

იუზერის მონაცემთა ცვლილება

იუზერის სახელის ცვლილება

არსებული იუზერის სახელის ცვლილებისთვის ჩვენ დაგვჭირდება ბრძანება wmic useraccount

მაგალითად თუ ჩვენ გვინდა გადავარქვათ სახელი იუზერ gela -ს და დავარქვათ guram უნდა ავკრიფოთ ბრძანება (თავისი ყველა აპოსტროფით და ბრჭყალებით)

wmic useraccount where “name=’gela’ ” rename guram

Full name და Description

net user  -ით კი შეგვიძლია მივანიჭოთ იუზერს ე.წ. fullname, რომელიც ჩანს სისტემაში შესვლისას ამისთვის დაგვჭირდება /fullname, ხოლო description-ის დასამატებლად დაგვჭირდება /comment. რა თქმა უნდა ამ არგუმენტების გამოყენება ცალ-ცალკეც შეიძლება.
ასე მაგალითად:

net user guram /fullname:”guram chichinadze” /comment:”network department”

მიაქციეთ ყურადღება, რომ თუ სრულ სახელში ან კომენტარში გამოტოვებებია (spaces) მაშინ უნდა გამოვიყენოთ ბრჭყალები. ბრძანების შედეგი რა თქმა უნდა გამოჩნდება lusrmgr.msc-შიც

თუ საჭიროა full name-ს ან Description-ის წაშლა, მაშინ შესაბამისი პარამეტრები ცარიელი დატოვეთ:

net user guram /fullname: /comment:

ანგარიშის გააქტიურება და disable

თუ არ გვინდა იუზერის წაშლა, მაგრამ გვინდა შევუზღუდოთ ანგარიშის გამოყენება (დავადიზეიბლოთ) გამოგვადგება ბრძანება:

net user guram /active:no

და პირიქით გათიშული ანგარიშის აქტივაციისთვის გამოგვადგება ბრძანება:

net user guram /active:yes

პაროლის ცვლილება

პაროლის შესაცვლელად ჩვენ გვაქვს ორი გზა: პირდაპირ და ღია ტექსთით ჩავწეროთ პაროლი  ან დაფარულად შევიყვანოთ ის შესაბამისი prompt-ისას.

პაროლის ღიად შესაყვანად საკმარისია პაროლის პირდაპირ მითითება იუზერნეიმის მერე, მაგალითად:

net user guram P@$$w0rd

თუ საჭიროა პაროლის დაფარულად შეყვანა, მაშინ ავკრიფოთ ბრძანება:

net user guram *

რის შემდეგადაც სისტემა ორჯერ გვთხოვს პაროლის შეყვანას (აკრეფისას თითქოს არაფერი არ ხდება, არც ფიფქები ჩნდება, მაგრამ განაგრძეთ პაროლის შეყვანა. პირველი შეყვანის მერე დააჭირეთ Enter-ს და შეიყვანეთ პაროლი მეორეჯერ)

იუზერების გაწევრიანება და წაშლა ჯგუფებიდან

შემდეგი ბრძანება დაამატებს იუზერ guram-ს ადმინისტრატორების ჯგუფში

net localgroup Administrators /add guram

ხოლო

net locagroup Administrators /delete guram

წაშლის იუზერ guram-ს ადმინისტრატორთა ჯგუფიდან.