Apple OS X სტანდარტულად single-user ოპერაციული სისტემის შთაბეჭდილებას ქმნის. თუმცა უნდა ითქვას, რომ როგორც ყველა UNIX სისტემა ის შეიცავს ბევრ ე.წ. სისტემურ იუზერს background პროცესების მართვისთვის. ნებისმიერი ფაილი , ფოლდერი, პროცესი და ა.შ. ეკუთვნის რომელიღაც იუზერს.
გარდა სისტემური ანგარიშებისა OS X -ში შეიძლება გვქონდეს 5 ტიპის ანგარიში:
- სტანდარტული
- ადმინისტრაციული
- სტუმრის
- Sharing-only
- Root
სტანდარტული ანგარიში
სტანდარტული ანგარიში არის ისეთი ანგარიშის ტიპი, რომლითაც მომხმარებელმა ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა გამოიყენოს. ასეთი ანგარიში არის staff ჯგუფის წევრი და აქვს ჩაწერა-წაკითხვის უფლებები სისტემის ბევრ კომპონენტთან /USERS/SHARED ფოლდერთან და სხვა დაშეარებულ ფოლდერებთან მათ შორის Public ფოლდერთან. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ცვლილები რომელის ასეთი იუზერებს შეაქვთ ეხებათ მხოლოდ მათ პირად პარამეტრებს და მათ home ფოლდერებს.
სტანდარტულ იუზერებს არ შეუძლიათ system-wide ცვლილების განხორციელება, მათ შორის ისეთების, რომელიც ზეგავლენას სხვა მომხმარებლებზე მოახდენს. ერთგვარი გამონაკლისია სტანდარტული იუზერის უფლება დააყენოს და განაახლოს კომპონენტები Mac App Store-ის გამოყენებით. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სტანდარტულ იუზერებს აქვთ უფლებები /Applications ფოლდერებზე. შესაბამისად სტანდარტულ იუზერებს კვლავ არ შეუძლიათ დააყენონ პროგრამები Mac App Store გარედან.
სტანდარტული იუზერის შეზღუდვა (მათ შორის Mac App Store გამოყენების აკრძალვა) შეიძლება Parental Control-ის მეშვეობით. ასეთი გზით შეზღუდულ ანგარიშს ეწოდება managed standard account
ადმინისტრაციული ანგარიში
ადმინისტრაციული ანგარიში არის პირველი ანგარიში, რომელიც იქმნება Mac OS ინსტალაციისას. მინიმუმ 1 ადმინისტრაციული ანგარიშის არსებობა სავალდებულოა, თუმცა ყოვედღიური საქმიანობისთვის სასურველია შეიქმნას სტანდარტული ანგარიში. ადმინისტრაციული ანგარიშები არიან admin ჯგუფის წევრები.
სტუმრის (guest) ანგარიში
უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით სტანდარტულად სისტემაში guest იუზერი გათიშულია. მისი ჩართვა მიზანშეწონილია აუთენთიფიკაციის გარეშე ფაილ-შეარინგისთვის და სისტემასთან დროებითი წვდომის მისაცემად. სტუმრის ანგარიშიდან ყოველი გამოსვლის მერე მისი home ფოლდერის შიგთავსი იშლება და ნულდება ისეთი ინფორმაციაც, როგორიცა ბრაუზინგის ისტორია და სხვა. თუ საჭიროა რომ რაიმე ინფორმაცია/ფაილი შენახულ იქნება გესტის გასვლის შემდეგადაც ის მოთავსებულ უნდა იქნეს /Users/Shared ან სხვა Public ფოლდერში.
Guest ანგარიში აქტიურდება ასევე Find My Mac ფუნქციის გააქტიურებისთვის.
Sharing-only
Sharing-only ანგარიშები იქმნება მხოლოდ ფაილების გაზიარების მიზნით. მათი გამოყენებით დალოგინება შეუძლებელია. მათ არ აქვთ home ფოლდერი და წვდომა აქვთ მხოლოდ დაშეარებულ ფოლდერებთან
Root
Root ანგარიში ფლობს უმაღლეს ძალაუფლებას სისტემაში. მას შეუძლია შექმნას, შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი ფაილი, შეცვალოს ნებისმიერი პარამეტრი. Root ანგარიშის გარეშე მაკი ვერ ჩაირთვება. უსაფრთხოების მიზნით სტანდარტულად Root ანგარიშს არ ადევს პაროლი და მასში შესვლა შეუძლებელია.
Leave A Comment