Windows Server მაინც და მაინც არაა გათვლილი მასზე ფოტოების დასათვალიერებლად. თუმცა ადმინისტრირებისას შეილძლება დადგეს სკრინშოტის ან სხვა სურათის ნახვის აუცილებლობა. დღეს აგიხსნით თუ როგორ გავხსნათ ესა თუ ის გამოსახულება Photo Viewer-ით სერვერზე.

პირველ რიგში ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სერვერზე არის შესაბამისი DLL ფაილები. გადადით C:\Program Files (x86)\Windows Photo Viewer და ნახეთ არის თუ არა მანდ ფაილები. თუ  ფაილები არ არის. მაშინ თქვენი Windows 10-ის კომპიუტერზე გადადით იგივე მისამართზე და იქიდან დააკოპირეთ ყველა ფაილი

უბრალოდ დაკოპირება საკმარისი არაა. საჭირო სისტემამ აღიქვას ეს ფაილები და შეძლოს მათი გამოყენება. ამისთვის კი საჭიროა ადმინისტრატორით გაშვებულ cmd-ში აკრიფოთ ბრძანება:

regsvr32 “C:\Program Files (x86)\Windows Photo Viewer\PhotoViewer.dll”

ახლა, როდესაც .dll ფაილები დარეგისტრირდა, ჩვენ უნდა დავაიმპორტოთ  რეესტრის შესაბამისი გასაღებები. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ Open with… File Explorer-დან და ავირჩიოთ Windows Photo Viewer, ასევე დავაყენოთ default ასოციაციები. გადმოწერეთ არქივი და დააიმპორტეთ 4-ვე ფაილი.

მზადაა ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ Windows Server-ში გამოიყენოთ Windows Photo Viewer.