sudo ბრძანების საჭიროება

sudo, რომელიც “superuser do”-ს შემოკლებული ვერსიაა, არის command line ინსტრუმენტი, რომელსაც კარგად იცნობენ Linux-ის და macOS-ის მომხმარებლები. ის გაძლევთ შესაძლებლობას განახორციელოთ ცალკეული ბრძანებები მაღალი პრივილეგიებით. ტრადიციულად, Windows-ში, თუ გსურდათ  ადმინისტრატორის უფლებებით რაიმე ბრძანების გაშვება, საჭირო იყო მთლიანად ადმინისტრატორის უფლებებით ახალი cmd ფანჯრის გახსნა.  Windows 11-ში sudo-ს შემოღება ამ პროცესს ამარტივებს და უკვე არსებულ ფანჯარაში ცალკეული ბრძანების ადმინისტრატორის უფლებებით გაშვებისათვის საკმარისია ამ ბრძანებას წინ sudo დავურთოთ.

sudo ბრძანების ჩართვა Windows 11-ში

სუდო ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ Windows 11 Insider Preview build-ებში. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის იქნება ხელმისაწვდომი მომავალ სტაბილურ ვერსიებშიც. სუდოს ჩასართავად და კონფიგურაციისთვის Insider Preview-ში, შეგიძლიათ:

გადახვიდეთ პარამეტრების აპლიკაციაში (Settings > System > For developers) და ჩართოთ “Enable sudo” სასურველი კონფიგურაციის რეჟიმით.

 

sudo-ს ჩართვის მეორე გზაა გამოიყენოთ ადმინისტრატორის ბრძანების ფანჯარა და გაუშვათ ბრძანება “sudo config –enable <configuration_option>” (შეცვალეთ <configuration_option> თქვენი არჩევანის მიხედვით, როგორც ქვემოთ გვაქვს ნაჩვენები).

sudo-ს რეჟიმები

Windows-ს sudo-სთვის სამი კონფიგურაციის ვარიანტი აქვს:

  1. n a new window  (forceNewWindow):
    • ქცევა: ბრძანებები სრულდება ახალ, ადმინის უფლებების მქონე ფანჯარაში.
    • კონფიგურაცია ბრძანების ხაზით: გამოიყენეთ sudo config --enable forceNewWindow.
  2. Input closed  (disableInput):
    • ქცევა: ბრძანებები სრულდება მიმდინარე ფანჯარაში თუმცა მაღალი პრივილეგიების პროცესი ვერ მიიღებს დამატებით ბრძანებებს.
    • კონფიგურაცია ბრძანების ხაზით: გამოიყენეთ sudo config --enable disableInput.
  3. Inline (normal):
    • ქცევა: ბრძანებები სრულდება მიმდინარე ფანჯარაში ისე როგორც ეს ხდება სხვა ოპერაციულ სისტემებში
    • კონფიგურაცია ბრძანების ხაზით: გამოიყენეთ sudo config --enable normal 

sudo-ს გამოყენება

sudo-ს ჩართვისა და კონფიგურაციის შემდეგ, შეგიძლიათ სისტემური ადმინისტრატორის უფლებებით ნებისმიერი ბრძანებების გაშვება. უბრალოდ საჭირო ბრძანებას წინ დაუმატეთ sudo მაგალითად:

sudo netstat -ab

 

უსაფრთხოება

სუდოს disableInput ან inline კონფიგურაციების გამოყენება უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. ამ კონფიგურაციებში მავნე პროცესებმა შეიძლება ცადონ უნებართვოდ მაღალი პრივილეგიებით სარგებლობა. გაითვალისწინეთ, რომ:

  • forceNewWindow:  მაღალი უსაფრთხოება, გამოყენების დაბალი კომფორტი
  • disableInput: დაბალანსებული ვარიანტი
  • inline: უმაღლესი კომფორტი, უსაფრთხოების მაღალი რისკები.