EtherChannel (იგივე Link Aggregation),
ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთ ლოგიკურ (ვირტუალურ) ინტერფეისში გავაერთიანოთ რამდენიმე ფიზიკური ინტერფეისი.
EtherChannel-ი შეიძლება შეიქმნას შემდეგი სამი მექანიზმიდან ერთ-ერთის გამოყენებით:
- LACP (IEEE პროტოკოლი)
- PAgP (Cisco პროტოკოლი)
- Static
Cisco Catalyst სვიჩების უმეტესობას აქვს Port Aggregation Protocol-ის (PAgP) და Link Aggregation Control Protocol-ის (LACP) მხარდაჭერა.
ორივე პროტოკოლი ასრულებს ერთსა და იმავე ფუნქციას, თუმცა, LACP-ს აქვს მაქსიმუმ 16 ლინკის მხარდაჭერა თითოეულ PortChannel-ზე, როცა PaGP-ს აქვს მხოლოდ 8 ლინკის მხარდაჭერა. LACP-ს შემთხვევაში, მხოლოდ 8 ლინკი შეიძლება იყოს ერთდროულად აქტიური, დანარჩენი ლინკები უბრალოდ არიან მოლოდინის რეჟიმში და გააქტიურდებიან თუ რომელიმე ლინკი გაითიშება.
იმისთვის რომ EtherChannel-მა იმუშაოს საჭიროა დაემთხვეს შემდეგი პარამეტრები:
- სიჩქარე
- Duplex-ი
- პორტები უნდა იყვნენ ან Access ან Trunk რეჟიმში
- თუ ყველა პორტი Access რეჟიმშია, მაშინ ყველა პორტზე უნდა იყოს გაწერილი ერთი და იგივე Access Vlan-ი.
- თუ ყველა პორტი Trunk რეჟიმშია, მაშინ ყველა პორტზე უნდა იყოს გაწერილი ერთი და იგივე Native და Allowed Vlan-ი
- STP პარამეტრები
EtherChannel-ის დასამყარებლად, აუცილებელი არ არის რომ სვიჩებზე შექმნილი ChannelGroup-ის ნომრები ემთხვეოდეს, თუმცა თითოეულ სვიჩზე გაწერილი ChannelGroup-ის ნომერი უნდა იყოს უნიკალური.
შენიშვნა: ტერმინები EtherChannel, PortChannel და Channel-group სინონიმებია.
თუ EtherChannel-ზე დაგვჭირდება კონფიგურაციის შეცვლა, საჭიროა შევიდეთ ვირტუალური ინტერფეისის კონფიგურაციის რეჟიმში (მაგ. PortChannel 1) და არა ფიზიკური პორტის კონფიგურაციის რეჟიმში. როცა რამეს ვცვლით ვირტუალურ ინტერფეისზე, იგივე კონფიგურაცია ავტომატურად ვრცელდება ამ PortChannel-ში ჩართულ ფიზიკურ ინტერფეისებზე.
EtherChannel-ის გამოყენება არ ნიშნავს იმას რომ EtherChannel-ში ჩართული ყველა ფიზიკური ინტერფეისი იქნება დატვირთული. რეალურად მოხდება Load Balancing-ი. Default-ად ცისკოს სვიჩების უმეტესობა Load Balancing-თვის იყენებენ SRC+MAC მეთოდს.
Load Balancing-ის ბრძანება ხდება გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში და უნდა ავირჩიოთ ბალანსირების მხოლოდ ერთი ვარიანტი.
უკვე შექმნილი EtherChannel-ში ფიზიკურ ინტერფეისის დამატებისას საჭიროა, რომ ახალი ინფერტეისის პარამეტრები და კონფიგურაცია დაემთხვეს EtherChannel-ში შემავალი ინტერფეისების კონფიგურაციას. სხვა შემთხვევაში სვიჩი დაამატებს ახალ ფიზიკურ ინტერფეისს EtherChannel-ში, მაგრამ გადაიყვანს ე.წ nonworking state-ში.
EtherChannel-ის კონფიგურაციის შეცდომისას, Loop-ი და ინტერფეისები გადადიან err-disabled state-ში. ინტერფეისების ისევ გააქტიურებისთვის, საჭიროა ინტერფეისები ჯერ გავთიშოთ shutdown ბრძანებით და შემდეგ ჩავრთოთ no shutdown ბრძანებით.
შენიშვნა – თუ shutdown და შემდეგ no shutdown ბრძანებებს გამოვიყენებთ PortChannel-ზე, ეს იმოქმედებს ამ PortChannel-ში შემავალ ფიზიკურ ინტერფეისებზეც.
კონფიგურაციისას გამოყენებული ტოპოლოგია:
EtherChannel-ის (LACP) კონფიგურაცია SW1-ზე:
SW1# configure terminal
SW1(config)# interface range g0/1 – 2
SW1(config-if)# channel-group 1 mode active
SW1(config-if)# no shutdown
SW1(config-if)# exit
SW1(config)# interface port-channel 1
SW1(config-if)# switchport trunk encapsulation dot1.q
SW1(config-if)# switchport mode trunk
SW1(config-if)# exit
EtherChannel-ის (LACP) კონფიგურაცია SW2-ზე:
SW2# configure terminal
SW2(config)# interface range g0/1 – 2
SW2(config-if)# channel-group 1 mode active
SW2(config-if)# no shutdown
SW2(config-if)# exit
SW2(config)# interface port-channel 1
SW2(config-if)# switchport trunk encapsulation dot1.q
SW2(config-if)# switchport mode trunk
SW2(config-if)# exit
Load Balance-ის კონფიგურაციის შაბლონი:
Switch(config)# port-channel load-balance load_balance_mechanism
Etherchannel-ის კონფიგურაციის შემოწმებისთვის საჭირო ბრძანებები:
Switch# show etherchannel summary
Switch# show etherchannel load-balance
Leave A Comment