რა არის Receive Window Auto-Tuning?

Windows Vista-დან მოყოლებული ყველა Windows (მათ შორის 10 და 11-ც)  შეიცავს Receive Window Auto-Tuning  (შემდგომში Auto-Tuning) ფუნქციას. ეს ფუნქცია ავტომატურადაა ჩართული და აუმჯობესებს ქსელურ წარმადობას პროგრამებისთვის, რომლებიც  TCP მონაცემებს იღებენ .

Auto-Tuning  ფუნქცია საშუალებას აძლევს ოპერაციულ სისტემას მუდმივად აკონტროლოს მარშრუტიზაციის ისეთი პირობები, როგორიცაა გამტარობა, დაყოვნება. ის აკვირდება ასევე აპლიკაციებს, რომლების ასე თუ ისე ზემოქმედებენ ქსელზე. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ოპერაციული სისტემა დინამიურად ცვლის მიღების ფანრჯის ზომას, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ქსელის გამტარუნარიანობს მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენება.

Receive Window Auto-Tuning  სტანდარტულად გამორთულია პროგრამებისთვის, რომლებიც იყენებენ Windows HTTP სერვისების ინტერფეისს (WinHTTP). ასეთებია მაგალითად: Windows Update, Remote Desktop Connection, Windows Explorer  და Sharepoint (WebDAV). თუ WinHTTP ტრაფიკისთვის ჩართავთ Receive Window Auto-Tuning-ს, ქსელში მონაცემთა გადაცემა შეიძლება უფრო ეფექტურიც გახდეს. 

ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით ხდება.  ჩართული Auto-Tuning-ს პირობებში შეიძლება მოხდეს მონაცემების გადაცემების შენელება ან კავშირის დაკარგვა. მაგალითად, როდესაც იყენებთ ბრაუზერს  SharePoint სერვერზე განთავსებულ აპლიკაციებზე წვდომისთვის, HTTP ტრაფიკი შეიძლება შენელდეს. როგორც წესი ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ ქსელი სადმე იყენებს ძველ NIC-ს, მარშრუტიზატორს ანდა Firewall-ს, რომელიც Auto-Tuning-ს მხარს არ უჭერს.

ქსელური მოწყობილობები, რომლებიც თავსებადნი არიან Windows Auto-Tuning-თან უნდა შეესაბემოდნენ RFC 1323  სტანდარტს. როგორც წესი ამის გადამოწმება აპარატურის დოკუმენტაციით შეგიძლიათ. თუ შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება ვერ ხერხდება ან, რაც უფრო რეალურია საქართველოს პირობებში, ჩინელი მწარმოებელი საერთოდ არ ახსენებს რაიმე სტანდარტს გამოსავლად გვევლინება Auto-Tune-ს ჩართვა-გამორთვის პირობებში ქსელური სიჩქარის გაზომვა და საუკეთესო ვარიანტზე შეჩერება.

Auto-Tuning სტატუსის შემოწმება

იმისთვის რომ გაიგოთ რა სტატუსითაა თქვენ სისტემაში Auto-Tuning გაუშვით შემდეგი ბრძანება:

netsh interface tcp show global

ვინაიდან სტანდარტულად Auto-Tune ჩართულია, თქვენ უნდა მიიღოთ შედეგი normal.

Auto-Tuning გათიშვა და ჩართვა

თუ გადაწყვიტე ფუნქციის გათიშვა გამოიყენეთ ბრძანება:

netsh int tcp set global autotuninglevel=disabled

თუ საჭიროა ფუნქციის ჩართვა გამოიყენეთ ბრძანება:

netsh int tcp set global autotuninglevel=normal

Auto-Tuning-ის ჩართვა WinHTTP-სთვის

Auto-Tuning-ის ჩართვა WinHTTP-ს შემხვევაში ხდება Windows Registry-ს მეშვეობით.

  • გახსენით HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Internet Settings\WinHttp
  • შექმენით ახალი DWORD სახელად TcpAutotuning და მისი მნიშვნელობა დააყენეთ 1-ზე
  • დაარესტარტეთ კომპიუტერი

თუ მომავალში მოგინდებათ გამორთოთ Auto-Tuning WinHTTP-სთვის შეცვალეთ TcpAutotuning  მნიშვნელობა 0-ზე ან საერთოდ წაშალეთ ეს გასაღები. არ დაგავიწყდეთ კომპიუტერის დარესტარტება.