EtherChannel (იგივე Link Aggregation),

ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთ ლოგიკურ (ვირტუალურ) ინტერფეისში გავაერთიანოთ რამდენიმე ფიზიკური ინტერფეისი.

 

EtherChannel-ი შეიძლება შეიქმნას შემდეგი სამი მექანიზმიდან ერთ-ერთის გამოყენებით:

 

  • LACP (IEEE პროტოკოლი)
  • PAgP (Cisco პროტოკოლი)
  • Static

 

Cisco Catalyst სვიჩების უმეტესობას აქვს Port Aggregation Protocol-ის (PAgP) და Link Aggregation Control Protocol-ის (LACP) მხარდაჭერა.

 

ორივე პროტოკოლი  ასრულებს ერთსა და იმავე ფუნქციას, თუმცა, LACP-ს აქვს მაქსიმუმ 16 ლინკის მხარდაჭერა თითოეულ PortChannel-ზე, როცა PaGP-ს აქვს მხოლოდ 8 ლინკის მხარდაჭერა. LACP-ს შემთხვევაში, მხოლოდ 8 ლინკი შეიძლება იყოს ერთდროულად აქტიური, დანარჩენი ლინკები უბრალოდ არიან მოლოდინის რეჟიმში და გააქტიურდებიან თუ რომელიმე ლინკი გაითიშება.

 

იმისთვის რომ EtherChannel-მა იმუშაოს საჭიროა დაემთხვეს შემდეგი პარამეტრები:

 

  • სიჩქარე
  • Duplex-ი
  • პორტები უნდა იყვნენ ან Access ან Trunk რეჟიმში
    • თუ ყველა პორტი Access რეჟიმშია, მაშინ ყველა პორტზე უნდა იყოს გაწერილი ერთი და იგივე Access Vlan-ი.
    • თუ ყველა პორტი Trunk რეჟიმშია, მაშინ ყველა პორტზე უნდა იყოს გაწერილი ერთი და იგივე Native და Allowed Vlan-ი
  • STP პარამეტრები

 

EtherChannel-ის დასამყარებლად, აუცილებელი არ არის რომ სვიჩებზე შექმნილი ChannelGroup-ის ნომრები ემთხვეოდეს, თუმცა თითოეულ სვიჩზე გაწერილი ChannelGroup-ის ნომერი უნდა იყოს უნიკალური.

 

შენიშვნა: ტერმინები EtherChannel, PortChannel და Channel-group სინონიმებია.

 

თუ EtherChannel-ზე დაგვჭირდება კონფიგურაციის შეცვლა, საჭიროა შევიდეთ ვირტუალური ინტერფეისის კონფიგურაციის რეჟიმში (მაგ. PortChannel 1) და არა ფიზიკური პორტის კონფიგურაციის რეჟიმში. როცა რამეს ვცვლით ვირტუალურ ინტერფეისზე, იგივე კონფიგურაცია ავტომატურად ვრცელდება ამ PortChannel-ში ჩართულ ფიზიკურ ინტერფეისებზე.

 

EtherChannel-ის გამოყენება არ ნიშნავს იმას რომ EtherChannel-ში ჩართული ყველა ფიზიკური ინტერფეისი იქნება დატვირთული. რეალურად მოხდება Load Balancing-ი. Default-ად ცისკოს სვიჩების უმეტესობა Load Balancing-თვის იყენებენ SRC+MAC მეთოდს.

 

Load Balancing-ის  ბრძანება ხდება გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში და უნდა ავირჩიოთ ბალანსირების მხოლოდ ერთი ვარიანტი.

 

უკვე შექმნილი EtherChannel-ში ფიზიკურ ინტერფეისის დამატებისას საჭიროა, რომ ახალი ინფერტეისის პარამეტრები და კონფიგურაცია დაემთხვეს EtherChannel-ში შემავალი ინტერფეისების კონფიგურაციას. სხვა  შემთხვევაში სვიჩი დაამატებს ახალ ფიზიკურ ინტერფეისს EtherChannel-ში, მაგრამ გადაიყვანს ე.წ  nonworking state-ში.

 

EtherChannel-ის კონფიგურაციის შეცდომისას, Loop-ი და ინტერფეისები გადადიან err-disabled state-ში. ინტერფეისების ისევ გააქტიურებისთვის, საჭიროა ინტერფეისები ჯერ გავთიშოთ shutdown ბრძანებით და შემდეგ ჩავრთოთ no shutdown ბრძანებით.

 

შენიშვნა  – თუ shutdown და შემდეგ no shutdown ბრძანებებს გამოვიყენებთ PortChannel-ზე, ეს იმოქმედებს ამ PortChannel-ში შემავალ ფიზიკურ ინტერფეისებზეც.

 

კონფიგურაციისას გამოყენებული ტოპოლოგია:

EtherChannel-ის (LACP) კონფიგურაცია SW1-ზე:

 

SW1# configure terminal

SW1(config)# interface range g0/1 – 2

SW1(config-if)# channel-group 1 mode active

SW1(config-if)# no shutdown

SW1(config-if)# exit

 

SW1(config)# interface port-channel 1

SW1(config-if)# switchport trunk encapsulation dot1.q

SW1(config-if)# switchport mode trunk

SW1(config-if)# exit

 

EtherChannel-ის (LACP) კონფიგურაცია SW2-ზე:

SW2# configure terminal

SW2(config)# interface range g0/1 – 2

SW2(config-if)# channel-group 1 mode active

SW2(config-if)# no shutdown

SW2(config-if)# exit

SW2(config)# interface port-channel 1

SW2(config-if)# switchport trunk encapsulation dot1.q

SW2(config-if)# switchport mode trunk

SW2(config-if)# exit

 

Load Balance-ის კონფიგურაციის შაბლონი:

Switch(config)# port-channel load-balance load_balance_mechanism

 

Etherchannel-ის კონფიგურაციის შემოწმებისთვის საჭირო ბრძანებები:

Switch# show etherchannel summary

Switch# show etherchannel load-balance