როგორც ვიცით Youtube ბოლო პერიოდში ებრძვის adblocker-ებს. კორპორაცია Google-ს აზრით მოხმარებელმა ან უნდა უყუროს ყველა რეკლამას ან შეიძინოს Youtube Premium. მართალია Youtube Premium-ს ბევრი საინტერესო უპირატესობა აქვს მაგრამ დღეს ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ მოვახერხოთ კვლავ უფასოდ (ან ნაკლები ხარჯით) ვუყუროთ Youtube-ს რეკლამების გარეშე.
მეთოდები აქტუალურია 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით და უნდა გაითვალისწინოთ რომ Google-ს ნებისმიერ დროს შეუძლია დაბლოკოს რეკლამებისთვის გვერდის ავლის ეს გზაც.
მეთოდიკის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ვიდეო სტრიმი სხვა დამკვრელში (ფლეერში) გადამისამართდეს, სადაც Youtube ვერ მოახერხებს რეკლამების ჩაკვეხებას 😀
თუ თქვენ გაქვთ Mac და იყენებთ Safari-ს მაშინ საკმარისია დააყენოთ გაფართოება Vinegar – Tube Cleaner on the App Store (apple.com) . გაფართოება ფასიანია და ღირს დაახლოებით 3$ თუმცა მუშაობს იდეალურად და ჯერ-ჯერობით 5 ვარსკლავიან შეფასებით გამოირჩევა.
თუ თქვენ არ გინდათ არც სამი დოლარის გადახდა ან არც საფარის არ იყენებთ, მაშინ გამოგადგებათ Chrome-ს გაფართოება Redirector – Chrome Web Store (google.com). წესით და რიგით ეს გაფართოება იმუშავებს Microsoft Edge-ზეც და აქვს ანალოგი Firefox-სთვისაც.
ვხსნით ახლად დაყენებული გაფართოების პარამეტრებს და ვავსებთ შემდეგნაირად
Include pattern: ^(http[s]?://)www.youtube\.com/watch(.*)
Redirect to: $1piped.video/watch$2
Pattern type-ში ვირჩევთ Regular Expression
Exclude pattern: https://www.youtube.com/?gl=EN&hl=en.
Exclude Pattern-ის შევსების შედეგად Youtube-ს მთავარი გვერდის გადამისამართება არ ხდება და თქვენ შეძლებთ სარგებლობას რეკომენდაციებით. თუ თქვენთვის ეს არაა მნიშნვნელოვანი შეგიძლიათ საერთოდ არ შეავსოთ Exclude Pattern-ი.
ან შეგიძლიათ საერთოდ არ დააყენოთ არანაირი გაფართოება და პირდაპირ უყუროთ ვიდეოებს https://piped.video/ საიტზე.
Leave A Comment