NetHogs არის პატარა და სწრაფი უტილიტა ლინუქსზე (და MacOS-ზეც კი) ქსელური ტრაფიკის  გაანალიზებისთვის. ეს უტილიტა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და მისი შედეგები ადვილად აღსაქმელია

ამ უტილიტის დაყენებას შეძლებთ ბრძანებით:

apt install nethogs #უბუნტუ და სხვა დებიან სისტემებზე

yum install nethogs #RedHat ტიპის სისტემებზე

dnf install nethogs #თანამედროვე Fedora დისტრიბუტივები

brew install nethogs #მაკზე

ტერმინალში nethogs აკრეფის მერე ვიღებთ ტრაფიკის გამოყენების მარტივ სურათს:

თუ სისტემაში რამდენიმე ქსელის კარტა აყენია, შეგვიძლია მივუთითოთ მხოლოდ ერთი მათგანი:

nethogs enp0s3

სტანდარტულად შედეგები მიიღება 1 წამიანი ინტერვალით, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ სხვა დრო, მაგალითად 3 წამი

nethogs -d 3

პროგრამის ჰელპი ასეთივე მარტივია გასაგებად, საქმე გვაქვს რამოდენიმე სვიტჩთან:

-V : prints version.
-h : prints this help.
-b : bughunt mode – implies tracemode.
-d : delay for update refresh rate in seconds. default is 1.
-v : view mode (0 = KB/s, 1 = total KB, 2 = total B, 3 = total MB). default is 0.
-c : number of updates. default is 0 (unlimited).
-t : tracemode.
-p : sniff in promiscious mode (not recommended).
-s : sort output by sent column.
-a : monitor all devices, even loopback/stopped ones.