კურსის აღწერა

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 4 თვიანი კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად. კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს მისცემს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ხოლო პრაქტიკული ნაწილი უზრუნველყოფს ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

პროგრამა

CompTIA A+

კურსის პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და შესაბამისად გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად ამუშავებენ თემას, ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით ეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ტარდება ტესტირებები და მოწმდება შეძენილი ცოდნა.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.

სერთიფიკატები გაიცემა მხოლოდ იმ მსმენელებისთვის, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს და დააგროვებენ 75+ ქულას.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას ყველა მსმენელს მიეცემა საშუალება გაიაროს 1 თვიანი სტაჟირება კომპიუტერული სერვისების კომპანია F1-ში!

კურსის ღირებულება და გადახდის გრაფიკი

კურსის მთლიანი ღირებულებაა 1,000 ლარი. გადახდა წარმოებს ეტაპობრივად – თვეში ერთხელ (250 ლარი).

საუკეთესო რეიტინგის მქონე მსმენელები მიიღებენ ფასდაკლებას მოდულების შესაბამისად: *
  • 1 ადგილი – 100%
  • 2 ადგილი – 50%
  • 3 ადგილი – 20%
* რეიტინგი დგება 80 ქულიანი ბარიერის ზემოთ მყოფი მსნელებისგან.

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2020 წლის 28 სექტემბერს.

მეცადინეობის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ან სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი | 19:00 საათი

კურსზე მიღება წარმოებს 2020 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.
* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას, ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B1, Intermediate English).

რეგისტრაცია კურსზე

""
1
სასურველი გრაფიკი
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right