საოფისე პროგრამები <b>ONLINE</b>

საოფისე პროგრამების ექსპრეს კურსი საშუალებას აძლევს მსმენელს 1 კვირის ვადაში შეიძინოს ან გაიუმჯობესოს პოპულარული საოფისე პროგრამების გამოყენების ბაზისურ უნარ-ჩვევები.

4 ლექციის ფარგლებში ლექტორი მიმოიხილავს 4 ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას: ტექსტურ რედაქტორ Word-ს, ცხრილურ რედაქტორ Excel-ს, პრეზენტაციებთან სამუშაო პროგრამა PowerPoint-ს და საფოსტო კლიენტ Outlook-ს.

ონლაინ კურსი ექსპრეს ფორმატისაა და მისი მიზანია მსენელს შეასწავლოს საოფისე საქმიანობისას ყველაზე ხშირად გამოყენებული ოპერაციების შესრულება.

კურსის პროგრამა შექმნილია მომსახურების სფეროში 12 წლიანი გამოცდილების საფუძველზე და ითვალისწინებს იმ ასპექტების შესწავლას, რომელში მხარდაჭერასაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ მომხმარებლები.

  • აპლიკაციის ინტერფეისში ნავიგაცია, პროგრამის ძირითადი პარამეტრების მორგება მუშაობის საკუთარ სტილზე.
  • პრეზენტაციის სლაიდების დამატება, წაშლა, დამალვა და გადაადგილება.
  • პრეზენტაციაში ინფორმაციის განლაგება სტრუქტურულად ან თავისუფალ სტილში.
  • პრეზენტაციაში გრაფიკული ელემენტების (სურათი, ვიდეო) ჩასმა და დამუშავება პროგრამის ინსტრუმენტებით.
  • პრეზენტაციის აუდიო მასალებით და აუდიო ეფექტებით გამდიდრება.
  • პრეზენტაციის სპეცეფექტებით გამდიდრება (Transition, Animation).
  • პრეზენტაციის ჩვენებაზე გაშვება, ჩვენების დროს პრეზენტაციის მართვა.

MS PowerPoint

  • აპლიკაციის ძირითადი კომპონენტების გაცნობა და სხვადასხვა პარამეტრების მორგება მუშაობის საკუთარ სტილზე.
  • დოკუმენტის შექმნა, რედაქტირება, დოკუმენტის დაცვა პაროლით გახსნაზე ან რედაქტირებაზე.
  • დოკუმენტის მასშტაბთან მუშაობა, ბეჭდვის შესაძლებლობების განხილვა.
  • დოკუმენტის ფორმატირება ფონტის, პარაგრაფის ან სტილების დონეზე.
  • გრაფიკული ელემენტების ჩასმა და დამუშავება სპეციალური ინსტრუმენტებით.
  • დოკუმენტის გვერდების დანომვრა.
  • დოკუმენტის სარჩვის შექმნა და განახლება.
  • დოკუმენტში ცხრილების ჩასმა და დამუშავება.

MS Word

  • აპლიკაციის ინტერფეისში ნავიგაცია, პროგრამის ძირითადი პარამეტრების მორგება მუშაობის საკუთარ სტილზე.
  • ფაილში ინფორმაციის ორგანიზება ფურცლებზე, ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა ხერხით, დოკუმენტის ამობეჭდვა, ინფორმაციის დაცვა გახსნაზე ან რედაქტირებაზე.
  • ფორმულების შედგენა ყველაზე ხშირად გამოყენებული ფუნქციებით (SUM, AVERAGE, MAX, MIN, COUNT და ა.შ.).
  • IF ფუნქციის და რთული IF ფუნქციის გამოყენება.
  • მონაცემების დახარისხება Table-ით, დაიგრამების აგება და დამუშავება.

MS Excel

  • წერილის გაგზავნა, მათ შორის რამდენიმე ადრესატთან.
  • კონტაქტებთან მუშაობა.
  • ფაილების მიმაგრება და მიმაგრებულ ფაილებთან მუშაობა.
  • წერილების დახარისხება, წერილების ფილტრაცია.

MS Outlook

საოფისე პროგრამების Online კურსს უძღვება F1-ის სტაჟიანი სპეციალისტი – რომან ჯახიაშვილი, რომელიც სპეციალიზებულია მომხმარებლისთვის საოფისე პროგრამებში დისტანციური მხარდაჭერის კუთხით.

ასევე აქვს საუნივერსიტეტო ფორმატით საოფისე პროგრამების სწავლების 8 წლიანი გამოცდილება.

ტრენინგი ტარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა, ხოლო კომპიუტერში დაინსტალირებული Microsoft Office 2013 ან უფრო ახალი ვერსია.

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

ონლაინ კურსის მიმდინარეობისას მსმენელები შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში.
პრაქტიკული დავალებების შინაარსი მიახლოებულია რეალური საქმის წარმოებასთან.

მსენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს მიიღებენ ონლაინ სწავლების სერთიფიკატს.

COVID-19 ფასდაკლება
0
ლარი

250 ლარი
სპეციალური ფასდაკლება COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად

4 მაისი – 13:00 საათი (MS PowerPoint)
6 მაისი – 13:00 საათი (MS Word)
7 მაისი – 13:00 საათი (MS Excel)
8 მაისი – 13:00 საათი (MS Excel, MS Outlook)

11 მაისი – 13:00 საათი (MS PowerPoint)
13 მაისი – 13:00 საათი (MS Word)
15 მაისი – 13:00 საათი (MS Excel)
16 მაისი – 13:00 საათი (MS Excel, MS Outlook)

რეგისტრაცია სრულდება ნაკადის დაწყებამდე 24 საათით ადრე.
* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლოა დასრულდეს ვადამდეც.

""
1
მიუთითეთ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ორგანიზაცია სარგებლობს F1-ის სააბონენტო მომსახურებით
ჩემი ცოდნის დონე
ნაკადი
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right