აიტი სერვისების კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისი, მომავალი გუნდის წევრების შერჩევის მიზნით, გეგმავს ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული მონდომებული ახალგაზრდების აღმოჩენას, რათა:

  1. სრულად დაუფინანსოს სწავლა F1 – აკადემიაში აიტი სპეციალისტის კურსზე,
  2. მისცეს მათ მრავალფეროვანი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა რეალურ გარემოში,
  3. წარჩინებული მსმენელები დაასაქმოს აიტი სპეციალისტის პოზიციაზე.
F1 – კომპიუტერული სერვისი არის აიტი კომპანია 14 წლიანი გამოცდილებით, რომელიც ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – სახლებსა და ოფისებში, ხოლო სერვის ცენტრში სთავაზობს ტექნიკის შეკეთების სერვისებს.
  • ჩვენ გვსურს აიტი სფეროში მდედრობითი სქესის პროფესიონალები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი. ამ მიზნით, განაცხადების განხილვისას გარკვეულ უპირატესობას მათ მივანიჭებთ.

კურსის შესახებ

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 4 თვიანი კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად. კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს აძლევს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას.

8 წლის განმავლობაში ჩატარებული 30-მდე ნაკადის ფარგლებში, ამ კურსის გავლის შესაძლებლობა 250-ზე მეტ მსმენელს მიეცა, რომელთა უმრავლესობამ ეფექტურად გამოიყენა შეძენილი ცოდნა – დასაქმდა ან გაიუმჯობესა დასაქმების პირობები.

კურსის პროგრამა

კურსის პროგრამა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.

ჩამოტვირთეთ კურსის პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

პრაქტიკის გავლას მსენელები მათზე მიმაგრებული მენტორების ხელმძღვანელობით შეძლებენ.

სწავლების მეთოდოლოგია

ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად დაამუშავებენ თემას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით გაეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ჩატარდება ტესტირებები, რომლის საშუალებითაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ შეძენილი ცოდნა.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულად – პარალელურად როგორც აკადემიაში (თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა; ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”), ასევე ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.

სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების 80%-ს და ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას არანაკლებ 75 ქულაზე.

საუკეთესო მსენელები დასაქმდებიან F1 – კომპიუტერულ სერვისში

კურსის ღირებულება

კურსის სტანდარტული ღირებულებაა 1,000 ლარი, მაგრამ შერჩეული მსენელები კურსს გაივლიან სრულიად უფასოდ.

1000
ლარი

1000 ლარი
სრულად დაფინანსებულია F1-ის მიერ

საორგანიზაციო საკითხები

სწავლის დაწყება: 2022 წლის 14 მარტს
მეცადინეობის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი | 19:00 საათი

  • თეორიული კურსი: მარტი-ივლისი
  • სტაჟირება: მაისი-აგვისტო
  • დასაქმება: სექტემბერი
კურსზე მიღება წარმოებს 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

რეგისტრაცია დასრულებულია