კურსის აღწერა
ლინუქსის საფუძვლები – ეს არის ღია კოდზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა Linux-ის შემსწავლელი ბაზისური კურსი, რომელიც დაეხმარება მსმენელს თეორიულად და პრაქტიულად გაეცნოს ლინუქსის საფუძვლებს და შეისწავლოს მასში ძირითადი ოპერაციების განხორციელება. აღნიშნული კურსი იძლევა ლინუქსის სიღრმისეული შესწავლისთვის საჭირო ფუნდამენტს.
რატომ ლინუქსი?
- მსოფლიოს სუპერკომპიუტერების დაახლოებით 95% ოპერაციულ სისტემად ლინუქს იყენებს;
- Google-ის, Netflix-ის, Facebook-ის ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი ლინუქსზეა აწყობილი;
- წამყვან ქლაუდ სისტემებში (Amazon AWS, Microsoft Azure) შექმნილი ვირტუალური მანქანების უმრავლესობა არის ლინუქსზე;
- თანამედროვე ჭკვიანი სისტემები (ტელევიზორები, ავტომობილები, შუქნიშნების სისტემები, სმარტფონები) მეტწილად იყენებენ ლინუქსის ბირთვს;
- ლინუქს სერვერების გამოყენებით საკითხების გადაწყვეტა შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, როგორც ლიცენზირების, ასევე აპარატული უზრუნველყოფის მხრივ.
Linux Essentials
4 კვირა (12 ლექცია)რომან ჯახიაშვილი
LPIC 1
პროგრამა
კურსის პროგრამა დაფუძნებულია Linux Professional Institute (LPI) Linux Essentials კურსზე.
ტრენერი
სასწავლო პროგრამას უძღვება აიტი აკადემიის გამოცდილი ტრენერი და F1-ის ლინუქსის სპეციალისტი, რომელსაც აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა აქვს.
სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა
სასწავლო კურსი შედგება 12 ლექციისგან, რომლის განმავლობაშიც განხილული იქნება 9 თემა.
სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მსმენელს ყველა ეტაპზე უწევს ნასწავლი მასალის ჩაბარება ტესტების ფორმით. კერძოდ, ტესტები ჩატარდება: ყოველი ლექციის წინ (განვლილი ლექციის თემაზე) და ბოლოს – შემაჯამებელი ტესტი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ. თითოეულ ტესტს გააჩნია თავისი წონა და მათი ჯამი შეადგენს 100%-ს.
თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელები ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, სიმულაციურ გარემოში.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი გრძელდება 1 თვის განმავლობაში და შედგება 12 ლექციისგან. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ და თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
კურსის ღირებულება და გადახდის გრაფიკი
კურსის ღირებულებაა 250 ლარი.
უახლოესი დაგეგმილი კურსი
შემდგომი კურსის თარიღები ზუსტდება