თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიები უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს და ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

ამან შესაბამისი ასახვა ჰპოვა და შედეგად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში ციფრული ტექნოლოგიების სექტორი წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.

მოთხოვნა ჩნდება პროგრამირების უნარების ფლობაზე არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ სხვადასხვა პროფესიებში პროგრამირების ელემენტების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, პროგრამირება ადამიანის შემოქმედებით უნარებსაც ანვითარებს და რიგ ქვეყნებში ის საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილია.

ისრაელის ღია უნივერსიტეტის კვლევის თანახმად პროგრამირება მნიშვნელოვნად ანვითარებს კრეატიულობას და სწავლის უნარებს. 21-ე საუკუნეში ადამიანისთვის აუცილებელ წერა-კითხვის უნარის ახალ დამატებით კომპონენტად სწორედ რომ პროგრამირებას მიიჩნევენ.

Apple-ს გენერალურმა დირექტორმა ტიმ ქუქმა კი ერთხელ გადატანითი მნიშვნელობით თქვა: მე რომ ფრანგი სკოლის მოსწავლე ვყოფილიყავი ინგლისურის სწავლაზე ჩემთვის უფრო მნიშნველოვანი პროგრამირების სწავლა იქნებოდა.

როგროც ვხედავთ პროგრამირების უნარების ქონა ძალიან მნიშნველოვანია. თუმცა დგება კითხვა საიდან დავიწყოთ პროგრამირების შესწავლა და რამდენად საჭიროა მათემატიკის კარგად ცოდნა პროგრამისტობისთვის.

დავიწყოთ ბოლო კითხვიდან.

თუ თქვენ აპირებთ შექმნათ ახალი ფეისბუქი ან ვინდოუსი, მიიღოთ მონაწილეობა საბანკო და სხვა მსხვილი პროდუქტების დაწერაში მათემატიკური აპარატის ქონა აუცილებელია. ყველა სხვა მიზნებისთვის კი საკმარისია პროგრამირების საფუძვლების ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, ინგლისურის ცოდნა და კრეატიულობა.

პროგრამირების უამრავი ენა არსებობს, მათ სხვადასხვა დანიშნულებით და ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში იყენებენ. მაგრამ როცა საქმე პროგრამირების სწავლის დაწყებას ეხება, პირველი ენა უნდა პასუხობდეს რამოდენიმე მოთხოვნას:

  1. ენის კოდი უნდა იყოს შედარებით მარტივად წასაკითხი და დასაწერი;
  2. ენასთან მუშაობისას თქვენი ყურადღება უფრო ალგორითმებს, პარადიგმებს და კონცეფციებს უნდა ეთმობოდეს, ვიდრე რთული სინტაქსის დეტალებში გარკვევას.

რიგი მეცნიერების აზრით პროგრამირება ადამიანის კოგნიტიური უნარების განვითარებას უწყობს ხელს, დაახლოებით ისე როგორც მათემატიკა ან ჭადრაკი.

პროგრამირების უნარ-ჩვევების გამომუშავებით ბავშვიც და მოზრდილიც:

  • ანვითარებს ამოცანების გადაწყვეტის უნარს (ე.წ. problem solving skills) – ადამიანი სწავლობს დიდი პრობლემის ცალკეულ კომპონენტებად დაყოფას, პრობლემისგან აბსტრაგირებას და მთლიანი სურათის დანახვას, ცალკეული ელემენტების და პროცესების მსგავსების დადგენას, სხვადასხვა ფრაგმენტისგან ერთიანი ალგორითმის შედგენას შედეგის მისაღებად.
  • ანვითარებს სწავლის უნარს – პროგრამირების პროცესი საკუთარ თავში ითვალისწინებს ახლის ცდას და შეცდომებზე სწავლას. ადამიანს შეუძლია პრაქტიკაში გამოიყენოს ახალი ცოდნა, ცადოს ახალი, არასტანდარტული მიდგომები და დაუკვირდეს მათ შედეგებს.
  • ამცირებს კოგნიტიურ დაბერებას – პროგრამირება მოითხოვს ტვინის მნიშვნელოვნად დატვირთვას. ამიტომ მსგავსად სხვა მაღალი ინტენსივობის და რაც მთავარია არასტანდარტული ინტელექტუალური საქმიანობისა (ჭადრაკი, უცხო ენების შესწავლა, მათემატიკა) ამცირებს დემენციის და ალცჰეიმერის რისკებს.

ერთ-ერთ ენას რომელიც ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს Python ქვია.

ეს ენა შეიქმნა გვიდო ვან როსუმის მიერ 80-90-იანი წლების მიჯნაზე და დღესდღეობით საზღვარგარეთის მრავალ სასწავლო დაწესებულებაში პროგრამირების საფუძვლების შესასწავლად გამოიყენება.

მაგრამ მისი წარმატება, მხოლოდ სწავლების სფეროთი არ შემოიფარგლება. პირიქით, PYPL რეიტინგით 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით Python პირველ ადგილს იკავებს. ამავე რეიტინგის თანახმად Python ყველაზე მზარდი პროგრამირების ენაა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

TIOBE-ს ვერსიით კი Python “წლის პროგრამირების ენად” აღიარებული იყო 2007, 2010, 2018 და 2020 წლებში და ამჟამადაც პირველ ადგილს იკავებს.

ინდუსტრიის ანალიტიკის ფირმა RedMonk-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ეს იყო ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა დეველოპერებს შორის 2020 წელს.

Python პოპულარულია მრავალი მიზეზის გამო:

  • მას აქვს მარტივი სინტაქსი, რომელიც ბაძავს ბუნებრივ ენას. ამიტომ Python-ის კოდის წაკითხვა და გაგება უფრო ადვილია. ეს თავის მხრივ აჩქარებს პროექტების განვითარებას და გაუმჯობესებას.
  • მინიჭებული აქვს ღია პროგრამული კოდის ლიცენზია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება და გავრცელება უფასოა, თუნდაც კომერციული მიზნებისთვის.
  • Python-ის მოდულებისა და ბიბლიოთეკების არქივი – კოდის პაკეტები, რომლებიც გარე მომხმარებლებმა შექმნეს Python-ის შესაძლებლობების გასაფართოებლად – ფართო და მზარდია.

Python არის კომპიუტერული პროგრამირების ენა, რომელიც ხშირად გამოიყენება ვებსაიტების და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, ამოცანების ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიზის ჩასატარებლად.

ამავე დროს Python არის ზოგადი დანიშნულების ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პირადი და კომერციული ხასიათის, მცირე და მსხვილი პროექტებისთვის პროგრამების შესაქმნელად და არ არის განკუთვნილი მხოლოდ რაიმე ერთი, კონკრეტული ტიპის პრობლემის გადასაჭრელად.

და ბოლოს,
ჩვენთვის რომ ეკითხათ რით გვირჩევთ პროგრამირების სწავლის დაწყებასო, ვუპასუხებდით Python-ით!

ამიტომაც F1 აკადემიაში პროგრამირების სწავლის მსურველთათვის პირველ საფეხურად გვაქვს Python-ის Basic კურსი და სწორედ აქ გეძლევათ შესაძლებლობა დაეუფლოთ პროგრამირების საფუძვლებს.