რეალურ გარემოში Cisco-ს სვიჩებთან მუშაობისას, Cisco IOS-ის აღდგენა ერთ ერთი იმ ამოცანათაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რადგან არის სიტუაცია როცა ვერ ხერხდება IOS-ის ჩატვირთვა (მაგ. IOS-ის იმიჯის დაზიანების გამო).

IOS-ის დაზიანებისას, როგორც წესი სვიჩი ავტომატურად იტვირთება ე.წ ROMMON რეჟიმში (გამონაკლის შემთხვევაში იგივე რეჟიმში შესვლა შესაძლებელია სვიჩის „Mode“ ღილაკზე რამდენიმე წამიანი დაჭერით), საიდანაც ოპერაციული სისტემის ატვირთვა შეგვიძლია კონსოლის კაბელის და ე.წ XModem-ის გამოყენებით.

რაკი IOS-ის აღდგენის პროცედურა ხდება კონსოლის კაბელით, შესაბამისად მაგალითში იგულისხმება რომ კომპიუტერი კონსოლის კაბელით უკვე დაკავშირებულია სვიჩთან, ტერმინალ კლიენტით  (მაგალითში გამოყენებულია პროგრამა SecureCRT) დაკავშირებული ვართ სვიჩთან და მისი მეშვეობით ხდება კონფიგურაცია.

კონსოლის კაბელით Cisco Catalyst სვიჩებთან დაკავშირებისას ტერმინალ კლიენტში სტანდარტულად არჩეულია შემდეგი პარამეტრები: Baud Rate (იგივე Speed) – 9600, Data Bits – 8, Stop bits – 1 Parity – None, Flow Control – None. სურათებში ხედავთ ორი ტერმინალ კლიენტის Putty-ის და SecureCRT-ს კონფიგურაციას.

Default მნიშვნელობების და სხვა პარამეტრების ნახვა ROMMON-ში შეგვიძლია შემდეგი ბრძანებით:

Switch: set ?

დროის ეკონომიის მიზნით IOS-ის ატვირთვამდე, აუცილებელია გავზარდოთ ე.წ Baud rate-ი (Default 9600), წინააღმდეგ შემთხვევაში IOS-ის ატვირთვას დასჭირდება რამდენიმე საათი.

  • ROMMON-დან ვცვლით Baud rate-ს და ვწერთ შემდეგ პარამეტრს: 115200

Switch: set baud 115200

  • შევდივართ ტერმინალ კლიენტის სესიის პარამეტრებში და აქაც ვირჩევთ იგივე პარამეტრს (115200).

  • სესიის პარამეტრების შერჩევის შემდეგ ROMMON-ში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: copy xmodem: flash:filename.bin .

Switch: copy xmodem: flash:c2960-lanbasek9-mz.122-55.SE12.bin

შენიშვნა: filename.bin-ის ნაცვლად რათქმა უნდა ვწერთ IOS-ის ფაილის სახელს.

  • ბრძანების ROMMON-ში ჩაწერის შემდეგ, შევდივართ ტერმინალ კლიენტის მენიუში Transfer->Send Xmodem, ვირჩევთ ჩვენს კომპიუტერში არსებულ IOS-ის ფაილს და ვაჭერთ Send-ს.

  • IOS-ის ატვირთვის შემდეგ ROMMON-ში ვირჩევთ ოპერაციული სისტემის ჩართვისთვის აუცილებელ პარამეტრს, Baud rate-ს ვუბრუნებთ სტანდარტულ მნიშვნელობას და ჩავტვირთავთ სისტემას.

Switch: set BOOT flash:c2960-lanbasek9-mz.122-55.SE12.bin

switch: unset BAUD

 switch: boot