Excel-ის წიგნში 15-20 მეტ გვერდის (sheet) არსებობისას ტრადიციული გზით გვერდებს შორის ნავიგაცია ძალზედ რთულდება. გამოსავალია ან წიგნის დაყოფა რამდენიმე ფაილად  ან სპეციალური გვერდის შექმნა, სადაც მოთავსდება სარჩევი თავისი ლინკებით.

სარჩევის შექმნისთვის ჯერ გვერდების სიის თავში შევქმნათ ახალი გვერდი და დავარქვათ sarchevi. ახლად შექმნილ ცარიელ გვერდზე, გამოიყენეთ ბრძანება Insert->Link (ctrl+k). გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Place in This  Document და მერე სასურველი გვერდის სათაური.

რა თქმა უნდა სარჩევის ეფექტური გამოყენებისთვის საჭიროა, რომ ყველა გვერდიდან მარტივად შეიძლებოდეს სარჩევში დაბრუნება. ამისთვის მონიშნეთ ყველა გვერდი  (shift ღილაკზე დაჭერით დააკლიკეთ პირველ გვერდს (თვითონ სარჩევის გვერდის გამოკლებით) და ბოლო გვერდს) და ნებისმიერ სასურველ უჯრაში ჩაწერეთ

=hyperlink(“#sarchevi!A1”;”სარჩევი). აღნიშნული ფორმულა დაამატებს ყველა გვერდზე ჰიპერლინკს სახელით სარჩევი, რომელზე დაკლიკებისას თქვენ გადახვალთ გვერდ sarchevi-ზე