ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქმიანი მიმოწერის ეტიკეტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს წერილის ბოლოს არსებული signature ანუ ხელმოწერა.
Outlook-ის საფოსტო კლიენტში ასეთი ხელმოწერა შეიძლება რამდენიმეც გქონდეთ და გამოიყენოთ ის სხვადასხვა სიტუაციისთვის.
ბიზნეს მეილის ხელმოწერა როგორ წესი უნდა შეიცავდეს:
- თქვენ სახელს და გვარს, თქვენ პოზიციას კომპანიაში და საკუთრივ კომპანიის სახელწოდებას
- საკონტაქტო ინფორმაციას:
- თქვენი კომპანიის ვებ-საიტის მისამართს
- მინიმუმ ერთ საკონტაქტო ნომერს
დამატებით ხელმოწერაში შეიძლება განთავსდეს:
- კომპანიის ლოგო
- კომპანიის სოციალური ქსელების ლინკები
- თქვენი ფოტო (საქმიანი სტილის)
- იურიდიული ხასიათის შენიშნვნები (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში)
ხელმოწერაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფერები. სასურველია არ გამოიყენოთ მყვირალა ფერები. არჩევანი შეარჩიეთ ერთ-ორ მშვიდ ფერზე.
ხელმოწერის გაკეთება ძალიან მარტივია. შექმენით ახალი წერილი და Message ჩანართში აირჩიეთ Signature->Signatures…
ახალ გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ New და შეიყვანეთ ხელმოწერის სახელი. ამ სახელს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თქვენთვის – რამდენიმე ხელმოწერის შემთხვევაში უფრო გაგიადვილდებათ მათში ორიენტირება. ხელმოწერის შექმნის მერე Edit Signature-ში შეიყვანეთ სასურველი ტექსტი. ხელმოწერაში შეიძლება განსხვავებული ფონტის, ფერის, დახრილობის და განლაგების გამოყენება. ხელმოწერაში შეიძლება ლინკის ან სურათის ჩასმა (მაგალითად, თქვენი კომპანიის ლოგო და ვებსაიტი)
იმისთვის, რომ ხელმოწერა ავტომატურად ჩაჯდეს ახალი წერილის დაწერისას ის უნდა იყოს მითითებული New Message-ს გასწვრივ.
Replies/forwards გასწვრივ ხელმოწერის მითითება შეიძლება გამოიწვიოს მიმოწერის გადატვირთვა, განსაკუთრებით გრძელვადიანი მიმოწერების დროს. ასე რომ ეს საკითხი ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ, მითუმეტეს ყოველთვის არსებობს წერილში ხელმოწერის ხელით ჩასმის შესაძლებლობა.ъ
Leave A Comment