2020 წლიდან Apple-ს კომპიუტერები გადავიდნენ საკუთარი წარმოების arm პროცესორებზე, რომლებსაც ასევე Apple Silicon-საც უწოდებენ. დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება ამ პროცესორების ორი თაობა: m1 და m2.

საკუთარი წარმოების პროცესორებზე გადასვლა Apple-ს ბევრი უპირატესობა მოიტანა. ლეპტოპები უფრო მეტს ძლებენ ბატარეაზე და ნაკლებად ხურდებიან. გარდა ამისა მთელ რიგ აუდიო და ვიდეო რედაქტორებში აღნიშნული პროცესორები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. თუმცა ასეთ ლეპტოპებს აქვს თავიანთი მინუსებიც:

SSD და ოპერატიული არ ექვემდებარება გაძლიერებას

Apple silicon ლეპტოპის შეძენის მომენტში თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რამდენი ოპერატიული ან რა ზომის SSD გჭირდებათ, ვინაიდან ეს ნაწილები  მირჩილულია (soldered)  და არ ექვემდებარებიან შეცვლას. შესაბამისად თუ მომავალში უბრალოდ მეტი ზომის სტორიჯი დაგჭირდებათ ან გარე ვინჩესტერი ანდა ფლეშკა უნდა იკმაროთ ან ახალი ლეპტოპი შეიძინოთ

ვირტუალიზაცია მუშაობს შეზღუდულად

Apple Silicon წარმოადგენს სხვა არქიტექტურის მქონე პროცესორს და შესაბამისად ჩვენთვის ჩვეული ვირტუალიზაციის პროგრამები მასზე არ მუშაობენ. კომპანია Parallels მუშაობდა პროექტზე, რომელიც მომხმარებელს მისცემდა საშუალებას ჰქონოდა x86 არქიტექტურის ვირტუალიზაცია, თუმცა Apple ეს პროექტი ფაქტობრივად დაბლოკა. შესაბამისად ხელში შეგვრჩა მხოლოდ arm ოპერაციული სისტემები. საბედნიეროდ ასეთ რიგებში არის Windows 11 სპეციალური arm ვერსია.

აღარანაირი Bootcamp

mac-ის ვეტერანი მომხმარებლებისთვის ცნობილია უტილიტა Bootcamp, რომელიც საშუალებას იძლეოდა სრულყოფილად დაყენებულიყო Windows-ი macbook-ზე. ვირტუალიზაციის შესაძლებლობების შეზღუდვის პარალელურად ახალ apple silicon მაკებს bootcamp-იც აღარ აქვთ. ამიტომ ვინდოუსის გამოყენების ერთადერთ საშუალებას დარჩა Windows 11-ის arm ვერსიის გამოყენება Parallels Desktop-ის მეშვეობით.

დისკრეტული GPU მაინც ჯობია Apple Silicon-ს

Apple Silicon კარგ შედეგებს იძლევა მთერ რიგ აუდიო და ვიდეო რედაქტორებში, განსაკუთრებით თუ კონკრეტული პროგრამა სპეციალურად არის დაწერილი ან ოპტიმიზირებული Apple Silicon-ისთვის. თუმცა მოწინავე ვიდეოკარტებთან პირდაპირი შედარებისას Apple Silicon-ის შესაძლებლობები კრიტიკას ვერ უძლებენ. იმის გათვალისწინებით რომ ასეთი ლეპტოპები არ ექვემდებარებიან გაძლიერებას მათი შეძენა graphic intensive საქმიანობისთვის არ იქნება მართებული.