სისტემის მართვის კონტროლერი (SMC – System Management Controller) არის ჩიპი,  რომელიც MAC-ის კომპიუტერებში აკონტროლებს  არსებულ სხვადასხვა სახის მოწყობილობას და სისტემას, მათ შორისაა:

  • ტემპერატურა და კომპიუტერის ქულერების სიჩქარე
  • სხვადასხვა ინდიკატორის განათება
  • სისტემის კვება
  • დისპლეების მართვა
  • პორტის ინდიკაცია
  • ვებ კამერა

SMC-ის შესაძლო პრობლემები

სითბოს და კომპიუტერის ქულერების სიჩქარე

თუ შეამჩნევთ პრობლემებს თქვენი კომპიუტერის ქულერების მუშაობაში, მაგალითად ისინი ძალიან ხმამაღლა მუშაობენ ან არ მუშაობენ ისე, როგორც ყოველთვის, მაშინ  SMC-ს შეიძლება გადატვირთვა დაჭირდეს. კომპიუტერის ქულერები კონტროლდება SMC-ის მიერ და პრობლემური SMC შეიძლება გამოიწვიოს მათი უცნაური ქცევა.

განათება და ინდიკატორები

თუ განათებული კლავიატურა ან ეკრანის განათება არ მუშაობს სწორად, მაშინ შესაძლოა ამას SMC-ის გადატვირთვამ უშველოს, რადგანაც ისაა პასუხისმგებელი თქვენი კლავიატურის განათებაზე და სიკაშკაშის კონტროლზე. იგივენაირად ვიქცევით სისტემურ ინდიკატორებთ პრობლემების დროს

პრობლემები ჩართვისას ან დაძინება/გამორთვასთან

თუ თქვენ Mac-ს ჩართვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ან ჩართვისას ის იძინებს ან მოულოდნელად ითიშება, მაშინ პრობლემა შეიძლება SMC-ის გადატვირთვამ  გადაჭრას. SMC-ის გადატვირთვით მოგვარებულ საკითხებს შორისაა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ნოუთბუქის დახურვა და ხელახლა გახსნის მერე ჩართვასთან, Mac-ის ბატარეის დატენვასთან და MagSafe LED ინდიკატორზე არასწორ ფერთან.

პრობლემები სამიზნე ჩვენების რეჟიმთან (Target Display Mode)

თუ თქვენ იყენებთ სამიზნე ჩვენების რეჟიმს თქვენს Mac-ზე და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენი Mac ვერ ახერხებს გადართვას  სამიზნე ჩვენების რეჟიმში ან მის გამორთვას ან კიდევ რენოდმად გადაერთვება ან გამოდის სამიზნე ჩვენების რეჟიმში, მაშინ SMC-ის გადატვირთვამ შეიძლება ეს პრობლემა მოაგვაროს.

ვებ-კამერა არ მუშაობს

MacBook Pro-ს და MacBook Air-ის ინტეგრირებული ვებ-კამერების პრობლემები შეიძლება მოგვარდეს SMC-ის უბრალო გადატვირთვით

SMC-ის დარესტარტება

Apple Silicon-ის მქონე MAC-ების SMC-ის დარესტარტება

თუ თქვენ ფლობთ M1 ან M2 ჩიპების მქონე მაკს SMС-ის დასარესტარტებლად მხოლოდ კომპიუტერის დარესტარტებაა საჭირო

Intel-ის ბაზაზე არსებული მაკების SMC-ის დარესტარტება

2018 და უფრო გვიანდელი Intel-ის პროცესორების მქონე MacBook (T2 ჩიპები)

პირველ რიგში, გამორთეთ თქვენი MacBook.

ამის შემდეგ, დააჭირეთ ჩართვის ან Touch ID ღილაკს 10 წამის განმავლობაში და შემდეგ აუშვით თითი ღილაკს
დაელოდეთ 2-3 წამს და ჩვეულებრივად ჩართეთ თქვენი MacBook.

თუ ამ უბრალო მეთოდმა არ დაგეხმარათ,  მაშინ:

1) გამორთეთ თქვენი MacBook.

2) დააჭირეთ და გეჭიროთ 7 წამის განმავლობაში ყველა ჩამოთვლილი ღილაკი თქვენი ლეპტოპის კლავიატურაზე:

  • Control კლავიატურის ქვედა მარცხენა მხარეს
  • Option კლავიატურის ქვედა მარცხენა მხარეს
  • მარჯვენა Shift

7 წამის გასვლის მერე (არ შეწყვიტოთ  სამი კლავიშის დაჭერა), დამატებით დააჭირეთ და არ აუშვათ ჩართვის ღილაკის. ამ მომენტისთვის თქვენ  4 ღილაკისთვის უნდა გქონდეთ დაჭერილი

კიდევ ერთი 7 წამის გასვლის მერე აუშვით 4 ღილაკს ხელი და ჩართეთ თქვენი მაკი

დესკტოპ მაკის შემთხვევაში

  1. გამორთეთ მაკი
  2. გამოაძრეთ კვების კაბელი
  3. დაელოდეთ 15 წამი და შეაერთეთ უკან კვების კაბელი
  4. დაელოდეთ კიდევ 5 წამს და ჩართეთ მაკი

2009-2018 წლის მაკები

დააჭირეთ სურათზე ნაჩვენებ ყველა ღილაკს ერთდროულად და გეჭიროთ 10 წამის განმავლობაში

10 წამის გასვლის შემდეგ აუშვით ხელი ყველა ღილაკს და უბრალოდ ჩართეთ მაკი

დესკტოპ მაკის შემთხვევაში

  1. გამორთეთ მაკი
  2. გამოაძრეთ კვების კაბელი
  3. დაელოდეთ 15 წამი და შეაერთეთ უკან კვების კაბელი
  4. დაელოდეთ კიდევ 5 წამს და ჩართეთ მაკი