Powercfg არის Windows-ს cmd-is ბრძანება, რომელიც იძლევა საშუალებას მართოთ კვების პარამეტრები, ენერგო პროფილები (power plan), დაათვალიეროთ სტატუსები და რეპორტები და ასევე ჩაატაროთ ნოუთბუქის ბატარეის ტესტები, როგორც უშუალოდ cmd-დან ისე საჭიროების შემთხვევაში batch სკრიპტის მეშვეობითაც.

Powercfg /list გვაძლევს სისტემაში არსებული ენერგო-პროფილების სიას

როგორც ხედავთ, აქტიურ პროფილს სახელის გვერდით * აქვს. Powercfg /getactivecheme მეშვეობით სისტემა პირდაპირ დაგვიწერს თუ რომელი ენერგო პროფილია აქტიური ამჟამად.

Powercfg /getactivecheme

საჭიროების შემთხვევაში ენერგო პროფილის შეცვლა შეიძლება powercfg /setactive და მისი GUID-ის მითითებით. მაგალითად:

powercfg /setactive

დიაგნოსტიკის ჩასატარებლად დაგვჭირდება powercfg /energy. გაითვალისწინეთ, რომ ამ ბრძანების წარმატებული გაშვებისთვის cmd უნდა იყოს გახსნილი ადმინისტრატორის უფლებებით. ასევე სასურველია წინასწარ გადახვიდეთ სასურველ დირექტორიაში, ვინაიდან რეპორტი ზუსტად იმ ფოლდერში ვარდება, სადაც იმყოფებით ბრძანების გაშვებისას. გადასვლას შეძლებთ cd ბრძანებით, როგორც სურათზეა ნაჩვენები

powercfg /energy

მიღებული რეპორტის ნახვას კი ნებისმიერ ბრაუზერში შეძლებთ.

powercfg ბრძანებით შეიძლება ასევე აქტიური ენერგო პროფილის რედაქტირებაც, მაგალითად

powercfg /change -disk-timeout-ac 30 && powercfg /change -disk-timeout-dc 30

ყველა საჭირო პარამეტრი მოცემულია მაიკროსოფტის ოფიციალურ საიტზე