ვინდოუსში ყველა ფაილს თუ პროგრამას აქვს თავისი აიქონი (icon), რომლის მეშვეობით ჩვენ ადვილად ვხვდებით თუ რა ტიპის ფაილთან ან რა პროგრამასთან გვაქვს საქმე. ეს აიქონები არ გენერირდება რეალურ დროში. ისინი გენერირდებიან გარკვეული პერიოდულობით და ინახებიან ე.წ. ქეშში (icon cache). შესაბამისად ფოლდერის ყოველი გახსნისას თქვენ არ ელოდებით აიქონების გენერაცია-გამოჩენას.  სწორედ ამ ქეშის დაზიანება იწვევს იმას, რომ აიქონები არეულია ან საერთოდ არ ჩანან.  შესაბამისად ჩვენ უნდა წავშალოთ ქეში და ვინდოუსი დაიწყებს ჯანმრთელი ქეშის ხელახლა შექმნას.

ვინდოუს 7ში აიქონ ქეში  განლაგებულია  ფაილში

C:\Users\<your username>\AppData\Local\IconCache.db
(ყველგან შეცვალეთ <your username> თქვენი იუზერის სახელით)

ვინდოუს 8 და 10ში კი ფოლდერ
C:\Users\<your username>\AppData\Local\Microsoft\Windows\Explorer

იმისთვის რომ მოხდეს ახალი აიქონების გენერაცია საჭიროა წაშალოს ყველა ფაილი რომელიც იწყება iconcache-ით. 
მაგრამ  მათი წაშლა უბრალოდ Delete-თ ვერ მოხერხდება, ვინაიდან ეს ფაილები უკვე გამოყენებაშია ვინდოუსის მიერ.

გახსენით ფოლდერი
C:\Users\<your username>\AppData\Local\Microsoft\Windows და მოძებნეთ Explorer ფოლდერი. დააჭირეთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით Shift ღილაკთან ერთად.

გამოსულ მენიუში აირჩიეთ პუნქტი Open command window here.

დარწმუნდით გახსნილ ფანჯარაში ნაჩვენები მისამართის სისწორეში.


არ დახუროთ ეს ფანჯარა, გახსენით Task Manager და გათიშეთ პროცესი Explorer. არ შეგეშინდეთ იმისა, რომ დესკტოპი და თასქბარი გაქრება.



ამის წინ გახსნილ сmd ფანჯარაში აკრიფეთ ბრძანება

del iconcache*

მას შემდეგ რაც ბრძანების შესრულება მორჩება დააჭირეთ კლავიატურაზე сtrl+alt+delete და აირჩიეთ sign out. 

სისტემაში ხელახალი შესვლის მერე ყველა აიქონი გასწორებული უნდა დაგხვდეთ.